საქართველოს მორაგბეთა გარდამავალ, საგაზაფხულო ტურნირში, დასავლეთ დივიზიონში უამინდობის გამო გადადებული ერთი შეხვედრა გაიმართა. უმაღლესი ლიგის საგზურდაბევებული ქუთაისის “ბაგრატი”, აუტსაიდერ “ჯრუჭს” საჩხერეში ეწვია, არ მოეშვა, მეტოქე 45:3 გაანადგურა და თუ აქამდე ბათუმის “დელფინებს” მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული გამარჯვებით უსწრებდა, ახლა ერთპიროვნული გამარჯვებული გახდა.
ქუთაისელებმა მეტოქეზე სამით მეტი ლელო უპრობლემოდ გაიტანეს და გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც აიღეს. საჩხერელები თავს მხოლოდ იმით თუ დაიმშვიდებენ, რომ სამ თამაშში პირველი ქულა აიღეს. მათ ჯერ კიდევ დარჩათ ორი თამაში ჩასატარებელი და ეგებ ბოლო ადგილსაც დააღწიონ თავი.
შეგახსენებთ, რომ უმაღლეს ლიგის 10 გუნდთან ერთად, 31 მარტიდან თასისათვის “ბაგრატის” გარდა აღმოსავლეთ დივიზიონის გამარჯვებული “თიბისი” იბრძოლებს.
აღმოსავლეთ დივიზიონი
1 | თიბისი (თბილისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 75-43 | 10 |
2 | ხულიგანა (თბილისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 64-33 | 10 |
3 | დევები (თბილისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 50-70 | 8 |
4 | ვეფხვები (პატარძეული) | 3 | 0 | 0 | 3 | 37-80 | 1 |
დასავლეთ დივიზიონი
22 მარტი. გადადებული მატჩები
ჯრუჭი - ბაგრატი 3:45
24 მარტი. ნოქალაქევი
ნოქალაქევი - არწივები
25 მარტი. მალთაყვა
კოლხი რაინდები - ჯრუჭი
1 | ბაგრატი (ქუთაისი) | 5 | 5 | 0 | 0 | 174-13 | 24 |
2 | დელფინები (ბათუმი) | 5 | 4 | 0 | 1 | 101-20 | 19 |
3 | კოლხი რაინდები (ფოთი) | 4 | 2 | 0 | 2 | 26-64 | 8 |
4 | არწივები (ოზურგეთი) | 4 | 1 | 0 | 3 | 25-64 | 6 |
5 | ნოქალაქევი (სენაკი) | 3 | 0 | 0 | 3 | 5-77 | 0 |
6 | ჯრუჭი (საჩხერე) | 3 | 0 | 0 | 3 | 3-96 | 0 |
ჯრუჭი - ნოქალაქევი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია