მას შემდეგ, რაც 7-კაცა რაგბი ოლიმპიური სახეობა გახდა და ის 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის პროგრამაში მოხვდა, რაგბის საერთაშორისო საბჭომ ამ სახეობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და 7-კაცა რაგბის ყოველწლიურ მსოფლიო სერიებში ცვლილებები შეიტანა.
აქამდე მსოფლიო სერიები 8 ეტაპად იმართებოდა, წელს 9 ეტაპი ჩატარდება, ხოლო მომავალი წლიდან, გათამაშება 10 ეტაპად გაიმართება. წელს ყველაზე მნიშვნელოვანი მე-6, ჰონკონგის ეტაპია. აქ მონაწილე 24 გუნდი ორ ნაწილად გაიყო. I-XII გუნდები, რომლებიც ყველა ეტაპის მონაწილეები არიან, ჰონკონგის ეტაპის მოსაგებად და საერთო ჩათვლაში რაც შეიძლება მაღალი ქულის მისაღებად იბრძოლებენ, ხოლო XIII-XXIV გუნდები, იმ სამი ადგილისთვის შეერკინებიან ერთმანეთს, რომლებიც მომავალ გათამაშებაში ყველა, ათივე ეტაპზე თამაშის უფლებას იძლევა. ამასთან, ისინი დაკავებული ადგილის მიხედვით ჩასათვლელ ქულებსაც მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სერიებში, თითოეული გუნდი დაკავებული ადგილის მიხედვით იღებს ჩასათვლელ ქულას, ჯამში ყველაზე მეტი ქულის მქონე ნაკრები კი, მსოფლიო სერიის გამარჯვებული ხდება.
სამწუხაროდ, წინა წლების რეიტინგის თანახმად, საქართველოს ნაკრები ჰონკონგის ეტაპზე არ თამაშობს და მას თავისი სიძლიერის დამტკიცება კვლავ ევროპის გრან პრიზე მოუწევს. მანამდე კი, ჰონკონგში, სადაც ეტაპი სამი დღის განმავლობაში გაიმართება, ჯგუფური ეტაპი პირველი თამაშები ჩატარდა. ხვალ ჯგუფური ეტაპი დასრულდება. მეოთხედფინალებში ჯგუფში ორ-ორი საუკეთესო გუნდთან ერთად, ორი საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადის, ოღონდ, A, B და C ჯგუფის წარმომადგენლები თასისთვის განაგრძობენ ბრძოლას, ხოლო D, E და F ჯგუფის წარმომადგენლები XIII-XV ადგილის დაკავებას შეეცდებიან.
2011-2012 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
VI ეტაპი (IX ეტაპად). ჰონკონგი. 23-25 მარტი
I-XII ადგილებისთვის
A ჯგუფი
სამოა - კენია 19:7
ინგლისი - არგენტინა 19:10
1. სამოა 1 1 0 0 19-7 3
2. ინგლისი 1 1 0 0 19-10 3
3. არგენტინა 1 0 0 1 10-19 1
4. კენია 1 0 0 1 7-19 1
ინგლისი - კენია
სამოა - არგენტინა
არგენტინა - კენია
სამოა - ინგლისი
B ჯგუფი
ახალი ზელანდია - აშშ 29:5
სამხრეთ აფრიკა - უელსი 10:0
1. ახალი ზელანდია 1 1 0 0 29-5 3
2. სამხრეთ ადრიკა 1 1 0 0 10-0 3
3. უელსი 1 0 0 1 0-10 1
4. აშშ 1 0 0 1 5-29 1
სამხრეთ აფრიკა - აშშ
ახალი ზელანდია - უელსი
უელსი - აშშ
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა
C ჯგუფი
ფიჯი - შოტლანდია 39:5
ავსტრალია - საფრანგეთი 31:10
1. ფიჯი 1 1 0 0 39-5 3
2. ავსტრალია 1 1 0 0 31-10 3
3. საფრანგეთი 1 0 0 1 10-31 1
4. შოტლანდია 1 0 0 1 5-39 1
ავსტრალია - შოტლანდია
ფიჯი - საფრანგეთი
საფრანგეთი - შოტლანდია
ფიჯი - ავსტრალია
XIII-XXIV ადგილებისთვის
D ჯგუფი
ტონგა - ჩინეთი 33:12
ურუგვაი - ჰონკონგი 14:17
1. ტონგა 1 1 0 0 33-12 3
2. ჰონკონგი 1 1 0 0 17-14 3
3. ურუგვაი 1 0 0 1 14-17 1
4. ჩინეთი 1 0 0 1 12-33 1
ურუგვაი - ჩინეთი
ტონგა - ჰონკონგი
ჰონკონგი - ჩინეთი
ტონგა - ურუგვაი
E ჯგუფი
კანადა - ფილიპინები 35:5
ესპანეთი - ზიმბაბვე 19:5
1. კანადა 1 1 0 0 35-5 3
2. ესპანეთი 1 1 0 0 19-5 3
3. ზიმბაბვე 1 0 0 1 5-19 1
4. ფილიპინები 1 0 0 1 5-35 1
ესპანეთი - ფილიპინები
კანადა - ზიმბაბვე
ზიმბაბვე - ფილიპინები
კანადა - ესპანეთი
F ჯგუფი
პორტუგალია - გაიანა 19:0
რუსეთი - იაპონია 14:7
1. პორტუგალია 1 1 0 0 19-0 3
2. რუსეთი 1 1 0 0 14-7 3
3. იაპონია 1 0 0 1 7-14 1
4. გაიანა 1 0 0 1 0-19 1
რუსეთი - გაიანა
პორტუგალია - იაპონია
იაპონია - გაიანა
პორტუგალია - რუსეთი
1/4-ფინალები, ნახევარფინალები და ფინალები 25 მარტს გაიმართება
საერთო ცხრილი ხუთი ეტაპის შემდეგ
1. ახალი ზელანდია - 92
2. ფიჯი - 87
3. სამხრეთ აფრიკა - 76
4. ინგლისი - 74
5. სამოა - 69
6. ავსტრალია - 52
7. საფრანგეთი - 52
8. უელსი - 51
9. არგენტინა - 45
10. კანადა - 30
11. შოტლანდია - 28
12. კენია - 26
13. აშშ - 23
14. ტონგა - 17
15. იაპონია - 8
16. პორტუგალია - 6
17. ზიმბაბვე - 4
18. პაპუა ახალი გვინეა - 3
19. კუკის კუნძულები - 2
20. მაროკო - 1
21. ნიუე - 1
22. ა.გ.ს. - 1
23. ბრაზილია - 1
24. ურუგვაი - 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია