7-კაცა რაგბიში მსოფლიო სერიის მეექვსე, ჰონკონგის განსხვავებულ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გამოვლინდა ის რვა გუნდი, რომლებიც დასკვნით დღეს იმ სამი საგზურისთვის იბრძოლებენ, რომელიც მომავალ წელს მსოფლიო სერიის ყველა, ათივე ეტაპზე ითამაშებს. გამოვლინდა ის რვა გუნდიც, რომელიც ეტაპის მოგებას შეეცდება.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 7-კაცა რაგბი ოლიმპიური სახეობა გახდა და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის პროგრამაში მოხვდა, რაგბის საერთაშორისო საბჭომ ამ სახეობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და 7-კაცა რაგბის ყოველწლიურ მსოფლიო სერიებში ცვლილებები შეიტანა.
აქამდე მსოფლიო სერიები 8 ეტაპად იმართებოდა, წლეულს 9 ეტაპი ჩატარდება, ხოლო მომავალი წლიდან გათამაშება 10 ეტაპად გაიმართება. წელს ყველაზე მნიშვნელოვანი მე-6, ჰონკონგის ეტაპია. აქ მონაწილე 24 გუნდი ორ ნაწილად გაიყო. I-XII გუნდები, რომლებიც აქამდე ჩატარებული ყველა ეტაპის მონაწილეები არიან, ჰონკონგის ეტაპის მოსაგებად და საერთო ჩათვლაში რაც შეიძლება მაღალი ქულის მისაღებად იბრძოლებენ, ხოლო XIII-XXIV გუნდები იმ სამი ადგილისთვის შეერკინებიან ერთმანეთს, რომლებიც მომავალ გათამაშებაში ყველა, ათივე ეტაპზე თამაშის უფლებას იძლევა. ამასთან, ისინი დაკავებული ადგილის მიხედვით ჩასათვლელ ქულებსაც მიიღებენ. მსოფლიო სერიებში თითოეული გუნდი დაკავებული ადგილის მიხედვით იღებს ჩასათვლელ ქულას, ჯამში ყველაზე მეტი ქულის მქონე ნაკრები კი, მსოფლიო სერიის გამარჯვებული ხდება. ასე რომ, გუნდმა შეიძლება ვერცერთი ეტაპი ვერ მოიგოს, მაგრამ ჯამში სერიის გამარჯვებული გახდეს.
მოწინავე 12 გუნდში ჯგუფური ეტაპი სენსაციების გარეშე დასრულდა. მეოთხედფინალში თამაშის უფლება სამი ჯგუფის ორ საუკეთესოსთან ერთად, მეოთხედფინალში ორი საუკეთესო მესამეადგილოსანმაც მიიღო, დანარჩენი ოთხი გუნდი კი, ნახევარფინალებიდან IX-XII ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ ჰონკონგის ეტაპის მოგების შანსი სამხრეთნახერსფეროს ექვს გუნდს აქვს და ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან მათ ამაში მხოლოდ ორი ევროპული ნაკრები შეეცილება.
გაისად ყველა ეტაპზე გამსვლელი სამი საგზურისთვის ბრძოლის შანსი უკვე დაკარგეს ურუგვაიმ, ჩინეთმა, ფილიპინებმა და გაიანამ. ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად განვლეს მასპინძელმა ჰონკონგმა და პორტუგალიამ. ხვალ გადამწყვეტი დღეა და ამ სამი საგზურის მფლობელთან ერთად, ეტაპის გამარჯვებულიც გაირკვევა. შეგახსენებთ, სერიაში ახალი ზელანდია ლიდერობს, მას ფიჯი მისდევს. სერიის მოგების შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ სამხრეთ აფრიკა, ინგლისი და სამოა, დანარჩენი გუნდები კი, ამ ხუთეულს ძლიერ ჩამორჩებიან.
2011-2012 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
VI ეტაპი (IX ეტაპად). ჰონკონგი. 23-25 მარტი
I-XII ადგილებისთვის
A ჯგუფი
23 მარტი
სამოა - კენია 19:7
ინგლისი - არგენტინა 19:10
24 მარტი
ინგლისი - კენია 21:17
სამოა - არგენტინა 27:0
არგენტინა - კენია 19:7
სამოა - ინგლისი 14:12
1. სამოა 3 3 0 0 60-19 9
2. ინგლისი 3 2 0 1 52-41 7
3. არგენტინა 3 1 0 2 29-53 5
4. კენია 3 0 0 3 31-59 3
B ჯგუფი
23 მარტი
ახალი ზელანდია - აშშ 29:5
სამხრეთ აფრიკა - უელსი 10:0
24 მარტი
სამხრეთ აფრიკა - აშშ 15:7
ახალი ზელანდია - უელსი 24:7
უელსი - აშშ 42:7
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 19:10
1. ახალი ზელანდია 3 3 0 0 72-22 9
2. სამხრეთ აფრიკა 3 2 0 1 35-26 7
3. უელსი 3 1 0 2 49-41 5
4. აშშ 3 0 0 3 19-86 3
C ჯგუფი
23 მარტი
ფიჯი - შოტლანდია 39:5
ავსტრალია - საფრანგეთი 31:10
24 მარტი
ავსტრალია - შოტლანდია 29:14
ფიჯი - საფრანგეთი 26:12
საფრანგეთი - შოტლანდია 12:14
ფიჯი - ავსტრალია 22:5
1. ფიჯი 3 3 0 0 87-22 9
2. ავსტრალია 3 2 0 1 65-46 7
3. შოტლანდია 3 1 0 2 33-80 5
4. საფრანგეთი 3 0 0 3 34-71 3
XIII-XXIV ადგილებისთვის
D ჯგუფი
23 მარტი
ტონგა - ჩინეთი 33:12
ურუგვაი - ჰონკონგი 14:17
24 მარტი
ურუგვაი - ჩინეთი 26:29
ტონგა - ჰონკონგი 7:26
ჰონკონგი - ჩინეთი 29:5
ტონგა - ურუგვაი 33:12
1. ჰონკონგი 3 3 0 0 72-26 9
2. ტონგა 3 2 0 1 73-50 7
3. ჩინეთი 3 1 0 2 46-88 5
4. ურუგვაი 3 0 0 3 52-79 3
E ჯგუფი
23 მარტი
კანადა - ფილიპინები 35:5
ესპანეთი - ზიმბაბვე 19:5
24 მარტი
ესპანეთი - ფილიპინები 21:5
კანადა - ზიმბაბვე 21:24
ზიმბაბვე - ფილიპინები 21:17
კანადა - ესპანეთი 10:7
1. კანადა 3 2 0 1 66-36 7
2. ესპანეთი 3 2 0 1 47-20 7
3. ზიმბაბვე 3 2 0 1 50-57 7
4. ფილიპინები 3 0 0 3 27-77 3
F ჯგუფი
23 მარტი
პორტუგალია - გაიანა 19:0
რუსეთი - იაპონია 14:7
24 მარტი
რუსეთი - გაიანა 14:12
პორტუგალია - იაპონია 26:22
იაპონია - გაიანა 38:5
პორტუგალია - რუსეთი 17:10
1. პორტუგალია 3 3 0 0 62-32 9
2. რუსეთი 3 2 0 1 38-36 7
3. იაპონია 3 1 0 2 67-45 5
4. გაიანა 3 0 0 3 17-71 3
25 მარტი
ნახევარფინალები XXI-XIV ადგილებისათვის
ჩინეთი - გაიანა
ურუგვაი - ფილიპინები
1/4-ფინალები XIII-XX ადგილებისთვის
ჰონკონგი - იაპონია
ესპანეთი - ტონგა
კანადა - რუსეთი
პორტუგალია - ზიმბაბვე
თასის 1/4-ფინალები
ფიჯი - არგენტინა
ავსტრალია - ინგლისი
სამოა - სამხრეთ აფრიკა
ახალი ზელანდია - უელსი
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
შოტლანდია - აშშ
კენია - საფრანგეთი
საერთო ცხრილი ხუთი ეტაპის შემდეგ
1. ახალი ზელანდია - 92
2. ფიჯი - 87
3. სამხრეთ აფრიკა - 76
4. ინგლისი - 74
5. სამოა - 69
6. ავსტრალია - 52
7. საფრანგეთი - 52
8. უელსი - 51
9. არგენტინა - 45
10. კანადა - 30
11. შოტლანდია - 28
12. კენია - 26
13. აშშ - 23
14. ტონგა - 17
15. იაპონია - 8
16. პორტუგალია - 6
17. ზიმბაბვე - 4
18. პაპუა ახალი გვინეა - 3
19. კუკის კუნძულები - 2
20. მაროკო - 1
21. ნიუე - 1
22. ა.გ.ს. - 1
23. ბრაზილია - 1
24. ურუგვაი - 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია