7-კაცა რაგბიში 2011-2012 წლების მსოფლიო სერიის მე-6, ჰონკონგის ეტაპის ფინალში, ერთმანეთს საერთო ჩათვლის ლიდერები - ფიჯი და ახალი ზელანდია - დაუპირისპირდნენ. პირველი ნახევრის ფრედ დასრულების შემდეგ, მე-2 ტაიმში ფიჯელებმა მეტოქეზე ერთით მეტი ლელო-გარდასახვა გაიტანეს, 35:28 იმარჯვეს და საერთო ცხრილში ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანეს.
აქამდე, საერთო ჩათვლაში სხვაობა 5 ქული იყო, მაგრამ ახლა სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და სავარაუდოდ, ტიტულის მოსაპოვებლად სწორედ ფიჯი და ახალი ზელანდია იბრძოლებენ. მათთვის კონკურენციის გაწევა ჯერ კიდევ შეუძლია სამხრეთ აფრიკას, რომელმაც მე-3 ადგილისთვის, ევროპელთაგან საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ინგლისი 28:0 გაანადგურა. დაძაბული გამოდგა მატჩები V და IX ადგილებისათვის, სადაც სამოამ არგენტინა, ხოლო კენიამ აშშ მხოლოდ თითო-თითო ზუსტად შესრულებული გარდასახვის წყალობით დაამარცხეს.
დასკვნით დღეს მნიშვნელოვანი იყო XIII-XX ადგილებისთვის გამართული შეხვედრები, რადგან სწორედ ჰონკონგის, ორ ეტაპად დაყოფილ ტურნირზე უნდა გარკვეულიყო იმ 3 გუნდის ვინაობა, რომლებიც მომავალ წელს, როდესაც ეტაპების რაოდენობა 10-მდე გაიზრდება, ყველა ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას. 1/4-ფინალში წარმატებებს იაპონიამ, ესპანეთმა, კანადამ და პორტუგალიამ მიაღწიეს, ფინალში თამაშის უფლება ესპანეთმა და კანადამ დაძაბულ ბრძოლებში, მცირე უპირატესობებით მიიღეს, მაგრამ ამით მათ უკვე გაინაღდეს მომავალ წელს ყველა ეტაპზე თამაში, ხოლო საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ადგილისთვის მატჩში, პორტუგალიამ იაპონიას იოლად სძლია და მე-3 საგზური დაისაკუთრა.
ჰონკონგის ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი, 52 ქულით, ფიჯელი მეტუისელა ტალებულა გახდა, ხოლო ყველაზე მეტი - 7 ლელო სამოელმა პოლ პერესმა გაიტანა.
6 ეტაპის შემდეგ, ბომბარდირებში, 242 ქულით, ზელანდიელი ტომასი კამა ლიდერობს, ხოლო ყველაზე მეტი - 29 ლელო ინგლისელ დენ ნორტონს აქვს გატანილი.
VII ეტაპს იაპონია უმასპინძლებს და მასში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფური ეტაპის თამაშები 31 მარტს, ხოლო პლეი ოფები 1 აპრილს გაიმართება.
2011-2012 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
VI ეტაპი (IX ეტაპად). ჰონკონგი. 23-25 მარტი
25 მარტი
ნახევარფინალები XXI-XIV ადგილებისათვის
ჩინეთი - გაიანა 5:7
ურუგვაი - ფილიპინები 22:5
1/4-ფინალები XIII-XX ადგილებისთვის
ჰონკონგი - იაპონია 5:10
ესპანეთი - ტონგა 19:7
კანადა - რუსეთი 24:7
პორტუგალია - ზიმბაბვე 21:17
თასის 1/4-ფინალები
ფიჯი - არგენტინა 26:7
ავსტრალია - ინგლისი 14:19
სამოა - სამხრეთ აფრიკა 14:27
ახალი ზელანდია - უელსი 31:7
XXI ადგილისთვის
გაიანა - ურუგვაი 0:31
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვის
იაპონია - ესპანეთი 12:17
კანადა - პორტუგალია 14:12
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
შოტლანდია - აშშ 14:28
კენია - საფრანგეთი 29:0
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
არგენტინა - ავსტრალია 21:12
სამოა - უელსი 36:6
თასის ნახევარფინალები
ფიჯი - ინგლისი 14:7
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 12:19
საკვალიფიკაციოს III ადგილისვის (XV ადგილისთვის)
იაპონია - პორტუგალია 19:33
საკვალიფიკაციოს ფინალი (XIII)
ესპანეთი - კანადა 5:22
IX ადგილისთვის
აშშ - კენია 12:14
V ადგილისთვის
არგენტინა - სამოა 10:12
III ადგილისთვის
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 0:28
ფინალი
ფიჯი - ახალი ზელანდია 35:28
საერთო ცხრილი 6 ეტაპის შემდეგ
1. ახალი ზელანდია - 111
2. ფიჯი - 109
3. სამხრეთ აფრიკა - 93
4. ინგლისი - 89
5. სამოა - 82
6. ავსტრალია - 62
7. უელსი - 61
8. არგენტინა - 57
9. საფრანგეთი - 57
10. კენია - 34
11. კანადა - 33
12. შოტლანდია - 33
13. აშშ - 30
14. ტონგა - 17
15. იაპონია - 9
16. პორტუგალია - 7
17. ზიმბაბვე - 4
18. პაპუა ახალი გვინეა - 3
19. კუკის კუნძულები - 2
20. ესპანეთი - 2
21. მაროკო - 1
22. ნიუე - 1
23. ა.გ.ს. - 1
24. ბრაზილია - 1
25. ურუგვაი - 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია