ამბები

16:24 | 26.03.2012 | ნანახია 2481 - ჯერ

ცვლილებები - მხოლოდ ქვემოთ

გასულ კვირაში მსოფლიოს წამყვან სარაგბო ნაკრებებს არ უთამაშიათ და იმ ადგილებს ინარჩუნებენ, რომლებიც ერთი კვირის წინ დაიბევეს. საქართველოს ნაკრები 70,26 სარეიტინგო ქულით კვლავ რჩება მე-15 ადგილზე და ივნისამდე მისთვის პრაქტიკულად არაფერი შეიცვლება, მერე კი, ჩრდილოამერიკული ტურნე ელის.
გასული კვირის შედეგების მიხედცით, ცვლილებები მხოლოდ ცხრილის ქვედა ნაწილში მოხდა. ერთა თასის B დივიზიონში გერმანიამ მოლდოვა 40:7 გაანადგურა და ორი საფეხურით დაწინაურდა. ეს ის დივიზიონია, სადაც მომავალი წლიდან უკრაინის ნაკრები ითამაშებს, იქიდან კი, ერთა თასს ბელგია დაემატება. გასულ კვირაში დაიწყო 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი. პირველ შეხვედრაში მექსიკამ იამაიკა 68:14 გაანადგურა და რეიტინგში წინსვლასთან ერთად, შემდეგ ეტაპზე თამაში დაიბევა.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 26 მარტისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    91,43
2    (2). ავსტრალია    87,99
3    (3). სამხრეთ აფრიკა    84,34
4    (4). ინგლისი    83,62
5    (5). უელსი    83,32
6    (6). საფრანგეთი    81,91
7    (7). არგენტინა    80,28
8    (8). ირლანდია    79,85
9    (9). ტონგა    76,63
10    (10). სამოა    75,81
11    (11). იტალია    74,17
12    (12). შოტლანდია    73,86
13    (13). კანადა    72,92
14    (14). იაპონია    70,45
15    (15). საქართველო    70,26
16    (16). ფიჯი    68,78
17    (17). აშშ    65,63
18    (18). რუმინეთი    63,81
19    (19). ესპანეთი    62,57
20    (20). ნამიბია    61,24
21    (21). ურუგვაი    60,47
22    (22). რუსეთი    60,12
23    (23). ჩილე    59,52
24    (25). ბელგია    58,88
25    (24). პორტუგალია    57,75
26    (26). ჰონკონგი    56,51
27    (27). მაროკო    56,13
28    (28). პოლონეთი    54,80
29    (39). უკრაინა    53,95
30    (31). ყაზახეთი    53,62
31    (32). კორეა    53,36
32    (34). გერმანია    53,33
33    (30). მოლდოვა    52,52
34    (33). ზიმბაბვე        52,40
35    (35). ბრაზილია    51,57
36    ...
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095444