რუსეთის ნაკრებისა და “სლავას” მორაგბე დენის ანტონოვი თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან განცდილი კატასტროფულ მარცხს (0:46) გამოეხმაურა და საოცარი დასკვნაც გამოიტანა. თურმე, გასულ შეხვედრაში ფიზიკური მზადყოფნით გუნდები თანაბარ დონეზე იყვნენ, თამაშის ბედი კი იმ ფაქტორს გადაუწყვეტია, რომ “დათვებმა” საუკეთესო შემადგენლობა ვერ შეკრიბეს.
“თუკი ქართველებთან მატჩის ანალიზს გავაკეთებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ გამოუცდელობის გამო წავაგეთ. სტატიკაში მაინცდამაინც კარგად ვერ ვმოქმედებდით, ცუდად გავისარჯეთ აუტების დროსა და შერკინებაში თამაშისას. გარდა ამისა, თბილისში ოპტიმალური შემადგენლობა ნამდვილად არ გვყოლია. ბოლო-ბოლო, ის ბიჭები გვაკლდნენ, რომლებიც ინგლისში თამაშობენ. ერთი რამის თქმა კი თამამად შემიძლია. გასულ შეხვედრაში მეტოქეს ფიზიკური მზადყოფნის მხრივ არაფრით ჩამოვრჩებოდით”.
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია