საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ესპანეთში მიმდინარე ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში, პირველი ტაიმის შემდეგ, ინგლისელ თანატოლებთან 3:27 მარცხდება.
ინგლისელებმა საწყის 35 წუთში (18-წლამდელებში ტაიმის ხანგრძლივობა 35 წუთია) სამი ლელო გაიტანეს, სამივე გარდასახვა გამოიყენეს და ორჯერ ჯარიმიდან იხეირეს, რაზეც ქართველებმა მხოლოდ ერთი ჯარიმით უპასუხეს, მეორე დარტყმა კი, არაზუსტი აღმოჩნდა. ამასთან, რეფერიმ ორი ქართველი მორაგბე გაასინბინა და მეორე ტაიმს პატარა “ბორჯღალოსნები” 13 კაცის ამარა დაიწყებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია