საერთაშორისო

16:30 | 1.03.2016 | ნანახია 1083 - ჯერ

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღე რჩება

ივნისში გასამართ ინგლისის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები გამოჩნდებიან.

ორშაბათს ჩემპიონატამდე დარჩენილი დროის ათვლამ მნიშვნელოვან თარიღს მიაღწია და ‘ეი ჯეი ბელ სთედიუმსა’ და მანჩესტერ სიტის აკადემიის სტადიონზე ტურნირის დაწყებამდე ზუსტად 100 დღე დარჩა.

გასულ უქმეებზე მე-400 მოთამაშე, ვინც 20-წლამდელთა ტურნირიდან საერთაშორისო ასპარეზზე გადაინაცვლა ინგლისელი ელიოტ დელი გახდა.

ტურნირის მასპინძელმა ინგლისმა 20-წლამდელეთა ნაკრებიდან ტესტ არენაზე უკვე 32 მოთამაშე გაუშვა, მათ შორის არიან ჯეკ ნოუველი, ოუენ ფარელი და ჯორჯ ფორდი.

„20-წლამდელთა ჩემპიონატის მოგება ჩემთვის მნიშნელოვანი მომენტი იყო“ - განაცხადანოუელმა, 2013 წლის ინგლისის პირველი ტიტულოვანი ნაკრების წევრმა. „ფინალში ინგლისის წარმოდგენა, როგორც ნიჭიერ მოთამაშეთა გუნდის, დამატებითი მნიშნელობის მატარებელი იყო ჩემთვის. ტურნირის ‘კურსდამთავრებულთა’ სია თავადვე მეტყველებს ამაზე.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ტურნირი წელს ინგლისში მიმდინარეობს. 2013 წელს საფრანგეთში გამართულ ტურნირზე გასვლით მატჩებზე საკმაოდ კარგი შედეგი ვაჩვენეთ, ახლა კი ინგლისელი 20-წლამდელები საკუთარ მიწაზე ითამაშებენ, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნება.“

20 წლამდელთა ჩემპიონატის მატჩების განრიგი

მსოფლიო რაგბის თავდმჯდომარის ბერნარ ლაპასეს განცხადებით: „20 წლამდელთა ჩემპიონატი მომავალი ვარსკვლავების გზამკვლევია. გასულ წლებში ვნახეთ რა მნიშნელობა მიენიჭა მას ამ კუთხით. 20-წლამდელებიდან 400 მოთამაშე გავიდა საერთაშორისო ტესტ არენაზე. ეს ტურნირი ნამდვილად გადამწყვეტი საფეხურია მათ განვითარებაში.

„ყველანაირად ვეთანხმები იმ ფაქტს, რომ მანჩესტერი არაჩვეულებრივი ადგილია მსოფლიოს ტოპ 20-წლამდელთა გუნდების დასახვედრად. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ამ ქალაქისთვის, რადგანაც მსოფლიო კლასის სარაგბო ღონისძიება ტარდება, მითუმეტეს როცა გასული მსოფლიო თასის შემდეგ ამ ქვეყანაში რაგბი უფრო და უფრო იზრდება".

www.rugby.ge

თარგმანი მომზადებულია www.worldrugby.org-ის მიხედვით


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093127