ამბები

14:25 | 1.04.2012 | ნანახია 2005 - ჯერ

სამოამ ლიდერები დაიფრინა, სამოა - ავსტრალიამ

7-კაცა რაგბი რომ ისეთი თამაშია, სადაც ფავორიტი მუდამ ვერ იმარჯვებს, 2011-12 წლის მსოფლიო სერიის მე-7, ტოკიოს ეტაპზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. ავსტრალია, რომელმაც საუკეთესო ოთხეულში მხოლოდ ერთხელ, ისიც გასულ წელს, პირველ ეტაპზე გააღწია (რომელიც ავსტრალიაში ჩატარდა), ამჯერად, ტურნირის გამარჯვებული გახდა, თუმცა, მთავარი საქმე მაინც სამოამ გააკეთა.
სამოას, ჯგუფური ეტაპის პირველ თამაშში ძალიან გაუჭირდა, როდესაც პორტუგალიისგან 4 ლელო გაუშვა და მინიმალური სხვაობით მხოლოდ იმის გამო იმარჯვა, რომ ევროპელებმა ვერცერთი რეალიზაცია გამოიყენეს, კუნძულელებმა კი, სამ ლელოს 3 ზუსტი რეალიზაცია მიაყოლეს.
მე-2 მატჩში შოტლანდია ლელო-გარდასახვით დაწინაურდა, სამოამ პირველ ნახევარზე დამატებულ დროში წონასწორობა აღადგინა, შეხვედრის დამატებულ წუთებზე კი, გამარჯვების ლელო გაიტანა.
ჯგუფის დასკვნით მატჩში სამოამ სამხრეთ აფრიკას შანსი არ დაუტოვა და 38:7 დაამარცხა.
პარალელურად, ავსტრალიამ ჰონკონგს ორის წილ 3 ლელო გაუტანა და 17:14 სძლია, მერე აშშ ნულზე დატოვა, ხოლო ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, ზელანდიასთან დამარცხდა.
მიუხედავად ამისა, ფინალისკენ მიმავალი შედარებით იოლი გზა შეხვდა. მეოთხედფინალში, უელსს, პირველ ტაიმში 3 ლელო გაუტანა და 21:14 მოიგო, ხოლო სამოამ წინა, ჰონკონგის ეტაპის გამარჯვებულ ფიჯისთან დიდი ბრძოლა გადაიტანა. ფიჯელები 2 ლელოთი დაწინაურდნენ, თანაც ორივე გარდასახვა ზუსტი იყო. შესვენებამდე, სამოამ 2 საპასუხო ლელოს გატანა შეძლო, ოღონდ, მხოლოდ ერთი რეალიზაცია იყო ზუსტი. დაიწყო მე-2 ტაიმი და სამოა ლელო-გარდასახვით წინ გაიჭრა, მაგრამ წუთნახევარში ლელო-გარდასახვა თავად მიიღო. სამოელებმა გამარჯვების ლელო მაინც დადეს და მიუხედავად იმისა, რომ გარდასახვა არაზუსტი იყო, დარჩენილ დროში საკუთარი ჩათვლის მოედანი ხელუხლებლად შეინახეს - 24:21.
ნახევარფინალში, სამოას, სერიის ლიდერი - ახალი ზელანდია ელოდა.
პირველი ტაიმი მომავალმა გამარჯვებულმა 7:0 მოიგო, მეორეს დასაწყისში კი, მე-2 ლელოც გაიტანა (12:0), მაგრამ ტაიმის ბოლომდე 2 ლელოს გატანა ზელანდიელებმაც შეძლეს, ერთი გარდასახვა გამოიყენეს და დამატებითი დრო დაინიშნა, რომლის დასაწყისში სამოელებმა იყოჩაღეს, გამარჯვების ლელო გაიტანეს და 17:12 მოგებით ფინალში გააღწიეს.
მე-2 ნახევარფინალში, ავსტრალიამ იოლად იმარჯვა, ორის წილ, ინგლისს 5 ლელო დაუდო - 33:12.
ამრიგად, სამოა ფინალს მეტოქეზე უფრო ნაბრძოლი შეხვდა და ალბათ, ამის ბრალია, ბოლომდე რომ ვეღარ გაძლო. ყველაფერი უკანასკნელ წამებზე გადაწყდა, როდესაც ავსტრალიელთა 19 წლის მორაგბე მეტ ლუკასს, ნერვებმა არ უმტყუნა და რეალიზაცია ზუსტად შეასრულა - 28:26 (ლუკასი ერთ-ერთია იმ ოთხი ახალგაზრდა მორაგბიდან, რომელმაც სეზონის განმავლობაში თამაში მნიშვნელოვნად დახვეწა).
ფინალში, ლელოთი სამოა დაწინაურდა, გარდასახვა არაზუსტი იყო, ავსტრალიამ 2 ლელოთი უპასუხა და ორივე რეალიზაცია გამოიყენა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ლელო-გარდასახვა სამოამაც გაიტანა - 12:14.
მე-2 ნახევრის დასაწყისში, ავსტრალიელებმა ლელო-გარდასახვით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, მაგრამ სამოამ 2 ლელოს გატანა შეძლო, ორივე გარდასახვა ზუსტი იყო და მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, 5 ქულით დაწინაურდა.
ბოლო წუთზე სამოამ ლელო მიიღო, მერე ლუკასმა რთული გარდასახვა გამოიყენა და ტოკიოს ეტაპის გამარჯვებულიც ავსტრალია გახდა.
ამ ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ზელანდიელი ტომასი კამა (39 ქულა), რომელმაც 8 ქულით აჯობა თანაგუნდელ მარკ ჯეკმენს.
საუკეთესო მელელოვესათვის განკუთვნილი ტიტული, ზელანდიელმა ვაისაკე ნაჰოლომ და სამოელმა კენ პისმა გაინაწილეს - 6-6 ლელო. აღსანიშნავია, რომ მესამე-მეოთხე ადგილზეც სამოელი (ალაფოტი ფაოსილივა) და ზელანდიელი (მარკ ჯეკმენი) გავიდნენ.
7 ეტაპის ჯამში, ბომბარდირთა დავაში, 281 ქულით, ზელანდიელი ტომასი კამა ლიდერობს, ხოლო საუკეთესო მელელოვე კვლავ ინგლისელი დენ ნორტონია (33 ლელო).
მსოფლიო სერიის დარჩენილ ორ ეტაპს, ევროპა, უფრო სწორედ ბრიტანეთი უმასპინძლებს. 5-6 მაისს, გუნდები შოტლანდიაში შეკრიბებიან, ხოლო დასკვნითი ეტაპი, 12-13 მაისს, ინგლისში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მომავალი სერია უკვე ათ ეტაპად ჩატარდება.   

2011-2012 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
VII ეტაპი (IX ეტაპად). იაპონია. ტოკიო. 31 მარტი - 1 აპრილი
A ჯგუფი

ფიჯი - საფრანგეთი 17:0
ინგლისი - იაპონია 15:5
ფიჯი - იაპონია 26:7
ინგლისი - საფრანგეთი 19:7
საფრანგეთი - იაპონია 24:5
ფიჯი - ინგლისი 7:15
 

1 ინგლისი 3 3 0 0 48-19 9
2 ფიჯი 3 2 0 1 50-21 7
3 საფრანგეთი 3 1 0 2 31-41 5
4 იაპონია 3 0 0 3 17-65 3


B ჯგუფი
ახალი ზელანდია - აშშ 26:5
ავსტრალია - ჰონკონგი 17:14
ახალი ზელანდია - ჰონკონგი 40:0
ავსტრალია - აშშ 15:0
აშშ - ჰონკონგი 21:19
ახალი ზელანდია - ავსტრალია 22:10

 

1 ახალი ზელანდია   3 3 0 0 88-15 9
2 ავსტრალია 3 2 0 1 42-36 7
3 აშშ 3 1 0 2 26-60 5
4 ჰონკონგი 3 0 0 3 33-78 3


C ჯგუფი
არგენტინა - კენია 15:7
უელსი - რუსეთი 10:7
არგენტინა - რუსეთი 22:0
უელსი - კენია 22:0
კენია - რუსეთი 17:26
არგენტინა - უელსი 5:17
 

1 უელსი 3 3 0 0 49-12 9
2 არგენტინა 3 2 0 1 42-24 7
3 რუსეთი 3 1 0 2 33-49 5
4 კენია 3 0 0 3 24-63 3


D ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - შოტლანდია 14:0
სამოა - პორტუგალია 21:20
სამხრეთ აფრიკა - პორტუგალია 12:7
სამოა - შოტლანდია 14:7
შოტლანდია - პორტუგალია 7:15
სამხრეთ აფრიკა - სამოა 7:38
 

1 სამოა 3 3 0 0 73-34 9
2 სამხრეთ აფრიკა 3 2 0 1 33-45 7
3 პორტუგალია 3 1 0 2 42-40 5
4 შოტლანდია 3 0 0 3 14-43 3


მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისათვის
საფრანგეთი - შოტლანდია 22:19
რუსეთი - ჰონკონგი 12:17
პორტუგალია - იაპონია 21:5
აშშ - კენია 12:7
 

თასის მეოთხედფინალები
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 21:17
უელსი - ავსტრალია 14:21
სამოა - ფიჯი 24:21
ახალი ზელანდია - არგენტინა 40:5
 

ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვის
შოტლანდია - რუსეთი 21:19
იაპონია - კენია 17:24
 

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
საფრანგეთი - ჰონკონგი 26:15
პორტუგალია - აშშ 10:20
 

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
სამხრეთ აფრიკა - უელსი 22:10
ფიჯი - არგენტინა 21:14
 

თასის ნახევარფინალები
ინგლისი - ავსტრალია 12:33
სამოა - ახალი ზელანდია 17:12
 

XIII ადგილისთვის
შოტლანდია - კენია 26:12
 

IX ადგილისთვის
საფრანგეთი - აშშ 17:12
V ადგილისთვის
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი 10:14
 

III ადგილისთვის
ინგლისი - ახალი ზელანდია 17:24
 

ფინალი
ავსტრალია - სამოა 28:26

საერთო ცხრილი 7 ეტაპის შემდეგ
1.    ახალი ზელანდია - 128
2.    ფიჯი - 122
3.    სამხრეთ აფრიკა - 105
4.    ინგლისი - 104
5.    სამოა - 101
6.    ავსტრალია - 84
7.    უელსი - 71
8.    არგენტინა - 67
9.    საფრანგეთი - 65
10.    აშშ - 37
11.    კენია - 36
12.    შოტლანდია - 36
13.    კანადა - 33
14.    ტონგა - 17
15.    პორტუგალია - 12
16.    იაპონია - 10
17.    ჰონკონგი - 5
18.    ზიმბაბვე - 4
19.    პაპუა ახალი გვინეა - 3
20.    კუკის კუნძულები - 2
21.    ესპანეთი - 2
22.    მაროკო - 1
23.    ნიუე - 1
24.    ა.გ.ს. - 1
25.    ბრაზილია - 1
26.    ურუგვაი - 1
27.    რუსეთი - 1
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.115752