ამბები

20:54 | 1.04.2012 | ნანახია 2554 - ჯერ

“ლოკომოტივმა” “ყოჩებს” პრემიით სძლია

საქართველოს მორაგბეთა 2012 წლის გარდამავალ, საგაზაფხულო ტურნირის მე-2 ჯგუფის პირველ ტურში, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა - “ლოკომოტივმა” “ყოჩებს” 8 ლელო გაუტანა და გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც მიითვალა. სახეცვლილმა “ყოჩებმა” ბოლომდე იბრძოლა და 3 ლელოს გატანა მოახერხა, მაგრამ უფრო ძლიერ მეტოქესთან მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა.
როგორც წესი, “ლოკომოტივი” ჩემპიონატს მძიმედ იწყებს ხოლმე. პირველ ტურში მას ორი ლიდერი - მგეზავი ბობა კვინიხიძე და მესამეხაზელი ზვიად მაისურაძე - აკლდა, რაც მეტოქეს წარმატებაზე ფიქრის შანსს უჩენდა, მაგრამ ქვეყნის მრავლგზის ჩემპიონი “ყოჩების” გადახალისებული შემადგენლობისთვის მაინც ზომაზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა. არადა, “ყოჩები” საწყის ოც წუთში ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მეტოქეს თავის ნახევარზე გადასვლის საშუალებას პრაქტიკულად არ აძლევდა, თუმცა, ეს უფრო იმით იყო გამოწვეული, რომ თემურ ბედიაშვილის შეგირდებს დალაგება აკლდათ და მე-2 ნახევარში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
“ყოჩები” დებიუტშივე დაწინაურდა, როდესაც კვარაცხელიამ, დროული პაუზით, მცველები დააბნია და ხულელიძეს გაატანა ბურთი, მან კიდის გასწვრივ სირბილის ნაცვლად, მოედნისკენ შეიწია და მეტოქეთა გარემოცვაში აღმოჩნდა, მაგრამ მაშველებმა არ დააგვიანეს და მცირედი მოლის შემდეგ, ლელო მაინც გავიდა. კვარაცხელიას გარდასახვა გაუფუჭდა, მატჩის განახლებისთანავე კი, ქავთარაძემ სუფთად გაჭრა ხაზი და ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხოლო კავთიძემ გარდასახვით “ლოკომოტივი” დააწინაურა.
ამის შემდეგ “ლოკოს” უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია, თუმცა, დაახლოებით 15 წუთი, თამაში მათ ნახევარზე მიმდინარეობდა. შესაძლოა, ეს ლოკომოტიველთა გადამეტებული თავდაჯერებულობის ბრალიც იყოს, რომლებიც თითქოს მოშვებულად ირჯებოდნენ და ელემენტარულ შეცდომებს უშვებდნენ.
საწყის ოც წუთში “ყოჩებმა” 40 მეტრიდან ჯარიმა ვერ გაიტანა, “ლოკომოტივმა” კი, ტაიმის მე-2 ნახევარში, ასევე 40 მეტრიდან, ჯარიმა აუტში გადაიტანა, მოკლე დარტყმებით წინ წაიწია და ზარიძემ ლელო გაიტანა, ხოლო კავთიძემ რეალიზაცია ზუსტად შეასრულა.
როცა ბურთს ბენდიაშვილის შეგირდები აკონტროლებდნენ, ისინი ძალისმიერ სტილში ცდილობდნენ თამაშს, რადგან ამ კომპონენტში მეტოქეს აშკარად სჯაბნიდნენ. 38-ე წუთზე, მათ რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი ჯერ მარცხნივ ჩაათამაშეს, მერე იერიში კვლავ მარჯვენა ფლანგზე გადაიტანეს და ჭურღულიამ ალამთან ლელო დადო, რაც გვერდითმა მსაჯმა დააფიქსირა. რეალიზაცია არაზუსტი იყო, შესვენებამდე დარჩენილ წამებში კი, “ყოჩებმა” ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, ის სამ ქულად აქცია და ტაიმი 19:8 დასრულდა.
მე-2 ტაიმი “ლოკომოტივმა” უფრო აქტიურად დაიწყო, ცენტრალური ხაზის სიახლოვეს, ზარიძემ პირველხაზელისთვის უჩვეულო სისხარტით ხაზი გაჭრა, დაახლოებით 35 მეტრი ირბინა და მეტოქის 22-ში შევიდა, მერე ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა და სანამ “ყოჩების” დაცვა დაეწყობოდა, ჭურღულიამ თავისი მეორე და გუნდის მე-4 ლელო გაიტანა. 52-ე წუთზე ზარიძემ კიდევ ერთხელ გაკვეთა “ყოჩების” დაცვა, ორ მცველს შუა დაუბრკოლებლივ გაიარა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. კავთიძემ წინა ვერა, მაგრამ ეს რეალიზაცია ზუსტად შეასრულა, ანგარიში 31:8 გახადა, ხოლო ლელოებით “ლოკომოტივი” 5:1 დაწინაურდა და პრემიალური ქულის აღებაც, თითქმის უკვე გარანტირებული ჰქონდა (პრემიალურ ქულას იღებს მოგებული გუნდი, თუ მან მეტოქეს სამით მეტი ლელო გაუტანა).
“ლოკომოტივმა” უპირატესობა იგრძნო და 63-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო დადო.  “ყოჩების” ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დანიშნული ჯარიმა გაათამაშეს და თავი გუნიავამ გამოიჩინა, ხოლო 67-ე წუთზე, ქავთარაძემ ღვინჯილიასგან საკუთარ ნახევარზე მიიღო ბურთი, ფინტებით მეტოქის მთელი დაცვა გაიარა და ლამაზი ლელო გაიტანა - 43:8.
შეხვედრის დასრულებამდე ათ წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, როდესაც რეფერიმ “ლოკომოტივის” მეორეხაზელი თავბერიძე გაასინბინა და მეტობით “ყოჩებმა” იხეირა. მათ კარგად გაშალეს იერიში და გვერდითმა მსაჯმა დააფიქსირა, რომ აბრამალიძემ ალამთან ლელო გაიტანა. კვარაცხელიამ რეალიზაცია გამოიყენა.
ამის შემდეგ, არეული ბურთაობა გაჩაღდა, ხან ერთი გუნდი ცდილობდა ხელდახელ შეტევას, ხან მეორე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ბურთი უაზროდ იკარგებოდა. ასეთი სიტუაციით საბოლოოდ “ყოჩებმა” იხეირა, როდესაც მალაღურაძემ ბურთი ძელებსშუა დაამიწა, მახარაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 43:22-მდე შემცირდა. ბოლო სიტყვა მაინც “ლოკომოტივმა” თქვა, ახვლედიანმა თავისი წილი ლელო გაიტანა და მისმა გუნდმა 48:22 იმარჯვა.
დაძაბული გამოდგა “შევარდენზე” გამართული შეხვედრა. რუსთავის “ხარები” გასულ წელს უმაღლესი ლიგის საგზურის მომპოვებელ “ჯიქებს” დაუპირისპირდა და მხოლოდ 2 ქულით იმარჯვა - 13:11. რუსთაველებმა 4 ქულა ჩაიწერეს, “ჯიქებს” კი, მხოლოდ ერთი პრემიალური ქულით მოუწიათ დაკმაყოფილება. მალთაყვაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საგაზაფხულო ტურნირის პირველი ლიგის მომგები გუნდები, ლიდერებთან სათამაშოდ მზად ჯერ არ არიან.
გუშინ, ქუთაისის “ბაგრატი” რომ “არმიასთან” შერცხვა, უკვე გიამბეთ, ახლა კი, ქუთაისელებმა თბილისელებზე რევანში აიღეს და “აიამ” “თიბისი” 71:0 გაანადგურა.
მე-2 რაუნდის შეხვედრები ერთი კვირის შემდეგ, 7-8 აპრილს გაიმართება.  

2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
I ჯგუფი
I რაუნდი. 31 მარტი

თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური).
არმია - ბაგრატი 82:13 (38:6)
თბილისი. “შევარდენი”.
არმაზი - ბათუმი XV 20:18
 

1  არმია    (თბილისი) 1 1 0 0 82-13 5
2 არმაზი (თბილისი) 1 1 0 0 20-18 4
3 ბათუმი XV (ბათუმი) 1 0 0 1 18-20 1
4 ლელო (თბილისი) 0 0 0 0 0-0 0
5  აკადემია (თბილისი) 0 0 0 0 0-0 0
6 ბაგრატი (ქუთაისი) 1 0 0 1 13-82 0



II რაუნდი. 7-8 აპრილი
ლელო - ბაგრატი
აკადემია - ბათუმი XV
არმია - არმაზი
12 აპრილი. I რაუნდის გადადებული მატჩი
ლელო - აკადემია
III რაუნდი. 21-22 აპრილი
ბათუმი XV - ლელო
აკადემია - არმია
ბაგრატი - არმაზი
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
არმაზი - ლელო
ბათუმი XV - არმია
ბაგრატი - აკადემია
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
არმია - ლელო
ბათუმი - ბაგრატი
არმაზი - აკადემია

II ჯგუფი
I რაუნდი. 1 აპრილი
თბილისი. “ავჭალა”. 150 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 48:22 (19:8)
ლოკომოტივი:
15. ბიწაძე (ასათიანი 69), 14. ჭურღულია (მარსაგიშვილი 72), 13. კობერიძე (შიოშვილი 60), 12. ქავთარაძე, 11. ჟამუტაშვილი, 10. კავთიძე, 9. ღვინჯილია; 1. გასვიანი (ხოდუაშვილი 66), 2. ზარიძე, 3. ვეფხვაძე (ცუხიშვილი 48), 4. თავბერიძე (ჩიტიძე 80), 5. ლ. გუნიავა, 6. ახვლედიანი, 7. ელოშვილი, 8. ნადირაძე (ნიშნიანიძე 56).
8 ლელო: ქავთარაძე (1, 7), ზარიძე (2, 5), ჭურღულია (3, 4), გუნიავა, ახვლედიანი
4 გარდასახვა: კავთიძე
1 სინბინი: თავბერიძე
მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი
ყოჩები: 15. ხარშილაძე, 14. აბრამალიძე, 13. გარუჩავა (ბურძენიძე 71), 12. ქუშაშვილი, 11. ხულელიძე (ბ. შენგელია 41), 10. კვარაცხელია, 9. ხელაძე (ჯაფარიძე 64); 1. ბეჟაშვილი (ესაკია 69), 2. ცუცქირიძე (მახარაშვილი 64), 3. ჯინჭარაძე (ლ. შენგელია 41), 4. ბელაშვილი, 5. წიკლაური, 6. აფციაური, 7. ცაგარეიშვილი (კობაური 45), 8. მალაღურაძე.
3 ლელო: ხულელიძე, აბრამალიძე, მალაღურაძე
2 გარდასახვა: კვარაცხელია, მახარაშვილი
1 ჯარიმა: კვარაცხელია
მწვრთნელი: სანდრო ესაკია, ირაკლი გიორხელიძე
თბილისი. შევარდენი”. 16:00 საათი
ხარები (რუსთავი) - ჯიქები (თბილისი) 13:11
ფოთი (მალთაყვა). 16:00 საათი
აია (ქუთაისი) - თიბისი (თბილისი) 71:0
 

1   აია (ქუთაისი) 1 1 0 0 71-0 5
2 ლოკომოტივი (თბილისი) 1 1 0 0 48-22 5
3 ხარები (რუსთავი) 1 1 0 0 13-11 4
4 ილიაუნი ჯიქები (თბილისი) 1 0 0 1 11-13 1
5 ყოჩები (თბილისი) 1 0 0 1 22-48 0
6 თიბისი (თბილისი) 1 0 0 1 0-71 0



II რაუნდი. 7-8 აპრილი
თიბისი - ლოკომოტივი
ყოჩები - ჯიქები
ხარები - აია
III რაუნდი. 21-22 აპრილი
ჯიქები - ლოკომოტივი
აია - ყოჩები
თიბისი - ხარები
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
ლოკომოტივი - ხარები
ჯიქები - აია
ყოჩები - თიბისი  
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
აია - ლოკომოტივი
თიბისი - ჯიქები
ყოჩები - რუსთავი

12-13 და 19-20 მაისი. ორმატჩიანი ნახევარფინალები
I ჯგუფის გამარჯვებული - II ჯგუფის მეორეადგილოსანი
II ჯგუფის გამარჯვებული - I ჯგუფის მეორეადგილოსანი
26 ან 27 მაისს ფინალი
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102475