ზე-18

16:10 | 1.03.2016 | ნანახია 1161 - ჯერ

ნაჰოლოს რეციდივი

ახალზელანდიური „ჰაილენდერსი“ ორ ძირითად მოთამაშეს მოისაკლისებს, ვაისაკე ნაჰოლომ და ფუმიაკი ტანაკამ მძიმე ტრავმები მიიღეს.

All Blacks-ისა და „ჰაილენდერსის“ გარემარბმა ნაჰოლომ კვლავ ფეხი მოიტეხა რაგბის თამაშს დაახლოებით 2 თვე ვერ შეძლებს. 24 წლის ნაჰოლოს დაზიანება ისევ იმ ფეხზე აქვს, რომელზეც შარშან, მსოფლიო თასის დაწყებამდე ჰქონდა.

ვაისაკემ ტრავმა სუპერ რაგბის პირველ ტურში, „ბლუზთან“ გამართულ მატჩში მიიღო, ორშაბათს კი, შემოწმებამ დაადასტურა, რომ მას მოტეხილობა აქვს.

კლუბის მთავარი ექიმის გრეიგ მაკლეოდის თქმით, მოტეხილობა ისეთი რთული არაა, როგორიც პირველი იყო და ნაჰოლო შედარებით მალე შეძლებს მომჯობინებას.

რაც შეეხება იაპონელ ჰავბეკ ფუმიაკი ტანაკას, მისი ტრავმა შედარებით მსუბუქია. მან დაზიანება „ბლუზთან“ მატჩის დაწყებამდე მიიღო, როდესაც აბრაგანების დარტყმაში ვარჯიშობდა. მაშინ ტანაკას ნაცვლად თამაშის დაწყება ჯოშ რენტონს მოუწია. იაპონელი „მთიელებს“ ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079994