საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, იტალიელ თანატოლებთან პირველი ტაიმის შემდეგ სარაგბო საზომებით მინიმალური სხვაობით მარცხდებიან - 10:12.
თამაში ქართველმა მორაგბეებმა ძალიან ცუდად დაიწყეს, ორი ლელო მიიღეს, ერთი რეალიზაცია ზუსტი იყო და მეტოქეს 0:12 ჩამორჩნენ. ილია მაისურაძის შეგირდები ნელ-ნელა დალაგდნენ და ჯერ ჯარიმით შეამცირეს ჩამორჩენა, მერე კი ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს. ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრებს ორჯერ ჰქონდა საჯარიმო დარტყმით დაწინაურების შანსი, მაგრამ ეს მომენტები გამოუყენებელი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და იტალიის ნაკრებებმა მეოთხედფინალური მატჩები დათმეს და ახლა V-VIII ადგილებისთვის ნახევარფინალში იბრძვიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია