საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, პირველი ტაიმის შემდეგ შოტლანდიელ თანატოლებთან 5:17 მარცხდებიან.
საწყის წუთებში სათამაშო უპირატესობა ქართველთა მხარეს იყო, მაგრამ შოტლანდიელებმა მალევე იგდეს ინიციატივა ხელთ და ორი ლელო გაიტანეს. 30-ე წუთზე, მათი მრავალფაზიანი შეტევა მესამე ლელოთი დაგვირგვინდა და ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო. ზედ შესვენებამდე, საქართველოს ნაკრებმა მეტოქის 22-თან კარგი მოლი დააყენა და ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა, რის შედეგადაც პირველი ნახევარი 5:17 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ესაა მატჩი V ადგილისთვის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია