ამბები

16:19 | 7.04.2012 | ნანახია 3530 - ჯერ

იტალია არ განმეორდა

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, V ადგილისთვის შოტლანდიის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ იმ სასწაულის მოხდენა ვეღარ მოახერხა, რაც ოთხდიოდე დღის წინ იტალიასთან თამაშისას შემოგვთავაზა და 10:29 დამარცხდა.

პირველი ტაიმის 5:17 წაგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა უმეტესი დრო შეტევაში გაატარა, მაგრამ ორჯერ მიიღო მეტოქისგან კონტრშეტევა და ორი ლელო გაუშვა. პირველ ჯერზე სქოთებმა უპირატესობა გაზარდეს, რაზეც ქართველებმა მალევე უპასუხეს ლელოთი და მოსაგებად შეუტიეს, მაგრამ მორიგმა კონტრშეტევამ გამარჯვების იმედები გააქარწყლა. მიუხედავად ამისა, “ბორჯღალოსნებმა” დარჩენილი წუთებიც შეტევაში გაატარეს, მაგრამ მონაგარს ვეღარაფერი შემატეს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც ანგარიში 17:5 იყო, მეტოქე სინბინით დაისაჯა და საქართველო ლელოს გატანასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა, ორიოდე წუთში რეფერიმ სინბინით უკვე ქართველები დასაჯა, მატჩის მიწურულს კი, ერთი “ბორჯღალოსანი” წითელი ბარათით გააძევა. 
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092313