ამბები

20:53 | 7.04.2012 | ნანახია 2216 - ჯერ

ფავორიტებმა დაგეგმილი გამარჯვებები ჩაიწერეს

საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირის მეორე ტურის პირველ სათამაშო დღეს, ფავორიტებმა უპრობლემოდ იმარჯვეს.

პირველ ჯგუფში, ქვეყნის ჩემპიონი “არმია” “არმაზს” ეთამაშებოდა და გამარჯვებაც იოლად მოიპოვა, მაგრამ მეტოქეზე სამით მეტი ლელო ვერ გაიტანა და ამის გამო, პრემიალური ქულის გარეშე დარჩა. არმიელებმა პირველი ტაიმი 13:3 მოიგეს და მეორე ნახევრაში უპირატესობა 22 ქულამდე გაზარდეს (25:3), მაგრამ ბოლოს მოეშვნენ, ორი ლელო გაუშვეს, ერთი თავადაც გაიტანეს და 32:17 იმარჯვეს. ჯამში, “არმიამ” ოთხი ლელო გაიტანა, მაგრამ ორი თავად მიიღო და პრემიალური ქულის გარეშე ამის გამო დარჩა. 
ამ ჯგუფის მეორე მატჩი დაძაბული გამოდგა. თბილისის “აკადემია” პირველ შეხვედრას ატარებდა და “შევარდენზე” “ბათუმი XV”-ს მასპინძლობდა. პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა, მერე თბილისელებმა გარკვეული ქულათა მარაგი შეიქმნეს და “ბათუმმა” ისღა მოახერხა, რომ სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანა. ამრიგად, აკადემიელებმა პირველი გამარჯვება და პირველი ოთხი ქულა ჩაიწერეს, ბათუმელებმა კი, მეორე თამაშიც მცირე სხვაობით დათმეს და აქტივში ორი პრემიალური ქულა აქვთ. 
მეორე ჯგუფის ერთადერთ შეხვედრაში, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი “ლოკომოტივი”, უმაღლესი ლიგის დებიუტანტ “თიბისის” ეთამაშებოდა. საწყისი 20 წუთის შემდეგ, ანგარიში 14:7 იყო, მერე კი გამოცდილებამ თავისი გაიტანა და “ლოკომოტივმა” 50:7 იმარჯვა. მათ უკვე მეორე თამაში მოიგეს პრემიალური ქულით, “თიბისი” კი მხოლოდ იმით თუ მოიწონებს თავს, რომ უმაღლეს ლიგაში თავისი პირველი ლელო გაიტანა.  
 
2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
I ჯგუფი
II რაუნდი. 
7 აპრილი
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური). 
აკადემია (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი) 27:20
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 
არმია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 32:17
8 აპრილი
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური). 16:00 საათი
ლელო (თბილისი) - ბაგრატი (ქუთაისი)
 
1. არმია (თბილისი)       2 2 0 0 114-30 9
2. აკადემია (თბილისი)  1 1 0 0 27-20 4
3. არმაზი (თბილისი)     2 1 0 1 37-50 4
4. ბათუმი XV (ბათუმი)  2 0 0 2 38-47 2
5. ლელო (თბილისი)      0 0 0 0 0-0 0
6. ბაგრატი (ქუთაისი)    1 0 0 1 13-82 0
 
12 აპრილი. I რაუნდის გადადებული მატჩი
ლელო - აკადემია 
III რაუნდი. 21-22 აპრილი
ბათუმი XV - ლელო 
აკადემია - არმია 
ბაგრატი - არმაზი 
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
არმაზი - ლელო 
ბათუმი XV - არმია 
ბაგრატი - აკადემია 
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
არმია - ლელო 
ბათუმი - ბაგრატი 
არმაზი - აკადემია 
 
II ჯგუფი
II რაუნდი. 
7 აპრილი
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური)
თიბისი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 7:50
8 აპრილი
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 16:00 საათი
ხარები (რუსთავი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 18:00 საათი
ყოჩები (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)
 
1. ლოკომოტივი (თბილისი)          2 2 0 0 98-29 10
2. აია (ქუთაისი)                             1 1 0 0 71-0 5
3. ხარები (რუსთავი)                      1 1 0 0 13-11 4
4. ილიაუნი ჯიქები (თბილისი)    1 0 0 1 11-13 1
5. ყოჩები (თბილისი)                     1 0 0 1 22-48 0
6. თიბისი (თბილისი)                    2 0 0 2 7-121 0
 
III რაუნდი. 21-22 აპრილი
ჯიქები - ლოკომოტივი 
აია - ყოჩები 
თიბისი - ხარები 
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
ლოკომოტივი - ხარები 
ჯიქები - აია 
ყოჩები - თიბისი  
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
აია - ლოკომოტივი 
თიბისი - ჯიქები 
ყოჩები - რუსთავი 
 
12-13 და 19-20 მაისი. ორმატჩიანი ნახევარფინალები
I ჯგუფის გამარჯვებული - II ჯგუფის მეორეადგილოსანი 
II ჯგუფის გამარჯვებული - I ჯგუფის მეორეადგილოსანი 
26 ან 27 მაისს ფინალი
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.234609