ამბები

11:15 | 9.04.2012 | ნანახია 3566 - ჯერ

“აიამ” “ხარებს” პრემიალურით აჯობა, “ჯიქები” “ყოჩებთან” არ გატყდნენ

საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირის მეორე რაუნდის მეორე სათამაშო დღეს, “ავჭალაში” შეკრებილმა მცირერიცხოვანმა მაყურებელმა ორი საინტერესო შეხვედრა იხილა. მიუხედავად იმისა, რომ “აიამ” შარშანდელის მსგავსი გამართული თამაში ვერ აჩვენა, რუსთავის “ხარების” დამარცხება და პრემიალური ქულის აღება მაინც მოახერხა, ხოლო “ყოჩები” უმაღლესი ლიგის დებიუტანტ “ჯიქებთან” დამარცხდა.

 

პირველი მატჩი ნომინალური მასპინძელის, “ხარების” იერიშებით დაიწყო, მაგრამ “აიამ” კარგი დაცვა დააყენა და დაახლოებით 2 წუთი მეტოქის მიძალებას ისე გაუმკლავდა, რომ არც დაჯარიმდა და მას ჩათვლის მოედანთან 35 მეტრზე ახლოს მისვლის საშუალება მისცა. მერე ქუთაისელებმა შეუტიეს და მოლით მეტოქის ჩათვლის მოედანშიც შეაღწიეს, მაგრამ ბურთის დამიწება ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, მე-9 წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება კარის გასწვრივ, დაახლოებით 20 მეტრში მიიღეს და თითქოს ანგარიშიც უნდა გახსნილიყო, მაგრამ ზურაბ ძნელაძემ მოახერხა და ბურთი კარს ააცილა.

 

სამაგიეროდ, 3 წუთში ვაჟა ხუციშვილმა თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა, 35 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად დაჰკრა და “ხარები” დააწინაურა. მე-15 წუთში ძნელაძემ მეორე შანსი მიიღო და 28 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა. ქუთაისელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, რაქებს კარგად წმინდავდნენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში არასწორ გადაწყვეტილებას იღებდნენ, სივრცეებს ვერ იყენებდნენ და ამის გამო, 23-ე წუთამდე ანგარიში საყაიმო იყო, მერე კი, გელა შალამბერიძემ ხაზი გაჭრა და პირველი ლელო გაიტანა, რასაც ძნელაძემ ზუსტი გარდასახვა მოაყოლა.

 

ხუციშვილმა ჯარიმით სხვაობა მალევე შეამცირა, მაგრამ ინიციატივა კვლავ ქუთაისელებს ეპყრათ ხელთ და 34-ე წუთზე მათი ხანგრძლივი შეტევა მარჯვენა ფლანგზე გატანილი ლელოთი დაგვირგვინდა, სადაც კუხიანიძემ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა. ძნელაძემ რეალიზაცია ამჯერადაც გამოიყენა, მერე ხუციშვილს შორეული ჯარიმა გაუფუჭდა და “აიამ” ტაიმი 17:6 მოიგო.

 

დაიწყო მეორე ტაიმი და ძნელაძემ ჯერ ჯარიმით გაზარდა უპირატესობა, მერე კი, მარჯვენა ფლანგზე ძალისმიერი შეტევა ლელოთი ჟვანიამ დააგვირგვინა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ქუთაისელებს უკვე გატანილი ჰქონდათ მეტოქეზე სამით მეტი ლელო და პრემიალურ ქულასთან ძალიან ახლოს იყვნენ. რუსთაველებმა რამდენიმე კარგი შეტევა განახორციელეს, “აია” მეტოქეს ჩათვლის მოედნის ხაზის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევდა, მერე თითქოს სიტუაციაც განმუხტა, მაგრამ 63-ე წუთზე “ხარებმა” ხელით კარგი კომბინაცია გაითამაშეს და მურადაშვილმა საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ხუციშვილმა გარდასახვა გამოიყენა. ახლა ქუთაისელებს პრემიის გასატანად კიდევ ერთი ლელოს გატანა ჭირდებოდათ, საქმე აღარ გადადეს და გოშაძემ ლელო, ხოლო ძნელაძემ გარდასახვა მიითვალა. დასკვნით წუთებში “ხარებმა” გაიბრძოლა, მაგრამ ამჯერად ქუთაისელთა დაცვა უკეთ დადგა და 32:13 იმარჯვა. შედეგად, “აიამ” მეორე თამაშშიც ჩაიწერა პრემიალური ქულა და II ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის ერთ-ერთი კანდიდატია.

 

მეორე მატჩში ერთმანეთის პირისპირ თანაბარძალოვანი გუნდები, “ყოჩები” და “ჯიქები” წარსდგნენ. შეგახსენებთ, გასულ წელს “ყოჩებმა” 8-გუნდიან უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავეს, ხოლო “ჯიქებმა” პლეი ოფში იმარჯვეს და უმაღლესში თამაში მაშინ დაიბევეს. პირველ წუთებზე ისე ჩანდა, “ჯიქები” უფრო მობილიზებულები გავიდნენ მოედანზე, მეტოქეს შეცდომები დააშვებინა და ნუგზარ გიორგაძის ოთხი ჯარიმით ტაიმი 12:0 მოიგო.

 

განახლდა შეხვედრა და “ყოჩები” სინბინით დაისაჯნენ, “ჯიქებმა” რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს, ჩათვლის ხაზზე წარმოქმნილი რაქიდან ბურთი კლიმიაშვილმა გაიტანა, ხვრელი იპოვნა და ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა და ანგარიში 19:0 გახდა. ამის შემდეგ “ყოჩებმა” დამატებითი სიჩქარეები ჩართეს, რასაც “ჯიქებმა” აშკარად ვერ გაუძლო და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კაცნაკლული თამაშობდა, ორი ლელო გაიტანა. ორივე შეტევა მარჯვენა გარემარბმა აბრამალიძემ დააგვირგვინა, მაგრამ რეალიზაციები არაზუსტი იყო.

 

“ჯიქებმა” 63-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობის გაზრდის საშუალება მიიღო და გიორგაძემ 3 ქულა მიითვალა. მიუხედავად ამისა, “ყოჩები” უმეტეს დროს მეტოქის 22-ში, ხშირად ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში ატარებდნენ და ისე ჩანდა, ერთი ლელო დროულად რომ გაეტანათ, მერე თამაშის გადარჩენასაც შეძლებდნენ, მაგრამ ამით ვერ ისარგებლეს და 10:22 დამარცხდნენ. “ჯიქებმა” გასულ ტურში მცირე სხვაობით მარცხისთვის აღებულ 1 ქულას 4 შემატეს, ხოლო “ყოჩები” კვლავაც უქულოდა არიან და პირველ-მეორე ადგილზე მოხვედრის შანსი პრაქტიკულად აღარ შერჩათ. მათი მიზანი გარდამავალი ტურნირის შედეგების მიხედვით, უძლიერესთა შორის დარჩენა თუ იქნება.

 
 
2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
I ჯგუფი
II რაუნდი. 
7 აპრილი
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური). 
აკადემია (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი) 27:20
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 
არმია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 32:17
8 აპრილი
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური). 16:00 საათი
ლელო (თბილისი) - ბაგრატი (ქუთაისი) 83:3
 
1. არმია (თბილისი)         2 2 0 0 114-30 9
2. ლელო (თბილისი)       1 1 0 0 83-3 5
3. აკადემია (თბილისი)   1 1 0 0 27-20 4
4. არმაზი (თბილისი)      2 1 0 1 37-50 4
5. ბათუმი XV (ბათუმი)   2 0 0 2 38-47 2
6. ბაგრატი (ქუთაისი)     2 0 0 2 16-165 0
 
12 აპრილი. I რაუნდის გადადებული მატჩი
ლელო - აკადემია 
III რაუნდი. 21-22 აპრილი
ბათუმი XV - ლელო 
აკადემია - არმია 
ბაგრატი - არმაზი 
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
არმაზი - ლელო 
ბათუმი XV - არმია 
ბაგრატი - აკადემია 
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
არმია - ლელო 
ბათუმი - ბაგრატი 
არმაზი - აკადემია 
 
II ჯგუფი
II რაუნდი. 
7 აპრილი
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური)
თიბისი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 7:50
8 აპრილი
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 100 მაყურებელი
ხარები (რუსთავი) - აია (ქუთაისი) 13:32
ხარები: 15. მ. წიკლაური (თ. კიკნაძე 67), 14. ლ. მელიქიშვილი, 13. ბ. ბებიაშვილი, 12. რ. ღამბაშიძე, 11. ი. მურადაშვილი, 10. გ. ბასილაია (მ. ჭაავა 72), 9. ვ. ხუციშვილი; 1. მ. წიკლაური, 2. ლ. შუბითიძე (დ. სიხარულიძე 65), 3. უ. აღაშვილი, 4. თ. ბალიაშვილი, 5. ს. ქარუხნიშვილი, 6. ზ. ღამბარაშვილი (ქვლივიძე 56), 7. ლ. გოგიაშვილი, 8. გ. მარტიაშვილი.
1 ლელო: მურადაშვილი
1 გარდასახვა: ხუციშვილი
2 ჯარიმა: ხუციშვილი
აია: 15. ზ. ძნელაძე, 14. გ. აბრამიძე, 13. გ. კუხიანიძე (ზ. ზვიადაძე 41), 12. გ. ცნობილაძე, 11. ბ. გოშაძე, 10. გ. სინაურიძე (ნ. ჯინჭველაშვილი 66), 9. ლ. გოგია; 1. ბ. არაბიძე (ა. წაქაძე 64), 2. მ. მატკავა (ლ. თხელიძე 60), 3. ა. წაქაძე (ზ. ჟვანია 41), 4. გ. ჩიტეიშვილი (ნ. მარდალეიშვილი 68), 5. ბ. შალამბერიძე, 6. გ. ცირეკიძე (ბ. ჯიმშიტაშვილი 46), 7. ბ. რეხვიაშვილი, 8. ბ. ყურაშვილი.
4 ლელო: შალამბერიძე, კუხიანიძე, ჟვანია, გოშაძე
3 გარდასახავა: ძნელაძე
2 ჯარიმა: ძნელაძე
1 სინბინი: წაქაძე
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 150 მაყურებელი
ყოჩები (თბილისი) - ჯიქები (თბილისი) 10:22
ყოჩები: 15. გ. ხარშილაძე (ბ. შენგელია 41), 14. ბ. აბრამალიძე, 13. რ. გარუჩავა, 12. მ. შაშიაშვილი, 11. კ. მახარაშვილი, 10. ლ. კვარაცხელია, 9. გ. ხელაძე (ვ. ჯაფარიძე 62); 1. ა. ბეჟიაშვილი (ს. ესაკია 56), 2. გ. ცუცქირიძე (ხულელიძე 70), 3. ლ. შენგელია (თ. ჭინჭარაძე 62), 4. დ. ბელაშვილი, 5. გ. წიკლაური (სულთანიშვილი 48), 6. ნ. აფციაური (გ. ცაგარეიშვილი 41), 7. ლ. კობაური, 8. ჯ. მალაღურაძე. 
2 ლელო: აბრამალიძე
1 სინბინი: კობაური
ჯიქები: 15. გ. შარმაზანაშვილი, 14. გ. ნოზაძე (გ. შენგელია 41), 13. ნ. ბერძული, 12. გ. ნადარეიშვილი, 11. კ. ჯიმუხაძე, 10. ნ. გიორგაძე, 9. შ. კლიმიაშვილი (გ. დოღონაძე 70); 1. დ. ოქრიაშვილი (გ. ზაბახიძე 50), 2. გ. ოქრომელიძე (ა. გაგნიძე 50), 3. ლ. ყეულაშვილი, 4. გ. ტალახაძე, 5. ვ. გოგოლიძე, 6. ლ. მირცხულავა (ბუბუნაური 41), 7. ჯ. მორჩაძე, 8. ა. ტრაპაიძე (გ. მჭედლიშვილი 41).
1 ლელო: კლიმიაშვილი
1 გარდასახვა: გიორგაძე
5 ჯარიმა: გიორგაძე
 
1. აია (ქუთაისი)                              2 2 0 0 103-13 10
2. ლოკომოტივი (თბილისი)        2 2 0 0 98-29 10
3. ილიაუნი ჯიქები (თბილისი)  2 1 0 1 33-23 5
4. ხარები (რუსთავი)                     2 1 0 1 26-43 4
5. ყოჩები (თბილისი)                    2 0 0 2 32-70 0
6. თიბისი (თბილისი)                    2 0 0 2 7-121 0
 
III რაუნდი. 21-22 აპრილი
ჯიქები - ლოკომოტივი 
აია - ყოჩები 
თიბისი - ხარები 
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
ლოკომოტივი - ხარები 
ჯიქები - აია 
ყოჩები - თიბისი 
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
აია - ლოკომოტივი 
თიბისი - ჯიქები 
ყოჩები - რუსთავი 
 
12-13 და 19-20 მაისი. ორმატჩიანი ნახევარფინალები
I ჯგუფის გამარჯვებული - II ჯგუფის მეორეადგილოსანი 
II ჯგუფის გამარჯვებული - I ჯგუფის მეორეადგილოსანი 
26 ან 27 მაისს ფინალი
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.142045