საქართველოს ჩემპიონმა “არმიამ”, “აკადემიას”, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 2 ლელო გაუტანა, ჯამში ლელოებით 5:2 იმარჯვა და ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
ამ შეხვედრაში ფავორიტი თავიდანვე “არმია” იყო და ეს თამაშითაც დადასტურდა. არმიელები მეტოქეს როგორც შერკინებაში, ასევე დერეფანში სჯობდნენ და საწყის 15 წუთში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს.
მე-8 წუთზე, მათ რამდენიმეფაზიანი შეტევა განახორციელეს. ბიძინა სამხარაძეს სწრაფად გაჰქონდა ბურთი რაქიდან, მცველები გადაწყობას ვეღარ ასწრებდნენ და შედეგად, ირაკლი ჩხიკვაძემ ლელოთი ანგარიში გახსნა, ხოლო ბახვა კობახიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
მე-14 წუთზე, “აკადემიამ” მესამედ წააგო თავისი აუტი, თამაზ მჭედლიშვილმა იოლად გაჭრა მეტოქის ხაზი, მე-2 ლელოს კობახიძის მეორე ზუსტი დარტყმა მოჰყვა და ანგარიში 14:0 გახდა.
ამის შემდეგ “აკადემია” გამოცოცხლდა, ჯერ გიორგი აბდუშელიშვილს ჯარიმა გაუცუდდა, 23-ე წუთზე კი, შერკინებიდან გატანილი ბურთი ივანე დავითაშვილმა მცველებს ზურგსუკან ფეხით გადაკიდა, 22-ში ბურთზე თამაში სამხარაძეს გიორგი ჭუაძემ დაასწრო და პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო.
სამ წუთში, ჯარიმა უკვე კობახიძეს გაუცუდდა, შემდეგ არმიელთა მეორეხაზელებმა - ჩიტიძემ და არჩუაშვილმა - კარგი შეტევა წამოიწყეს და თითქოს ლელოც გარდაუვალი იყო, მაგრამ ზედ ჩათვლის მოედნის წინ, ბოჭვისას, შემტევებს ბურთი წინ დაუვარდათ.
ტერიტორიულ უპირატესობას “არმია” ფლობდა, აკადემიელები კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას და 34-ე წუთზე, აბდუშელიშვილს მეორედ მიეცა ჯარიმის შესრულების უფლება, მაგრამ ამჯერადაც არაზუსტად დაარტყა. სამაგიეროდ, შესვენებამდე კობახიძემ სამიდან 2 ჯარიმა 6 ქულად აქცია და ტაიმი 20:5 დასრულდა.
დაიწყო თუ არა მე-2 ტაიმი, “არმიამ” მოლით შეუტია, ის ზედ ხაზთან ჩაიქცა, რაქიდან გამოტანილი ბურთი სამხარაძემ ბესო უდესიანს ჯვარზე შეუტრიალა და მანაც მე-3 ლელო გაიტანა, ხოლო კობახიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
51-ე წუთზე, “აკადემიას” ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა მიეცა, როდესაც ჯიმი ღამბაშიძემ საკუთარ 22-ში ბურთი ჩაჭრა, მეტოქის 22-ის ხაზამდე ირბინა, მერე რატომღაც ცრუმოძრაობის გაკეთება გადაწყვიტა, ძვირფასი წამები დაკარგა და კობახიძემ მისი აუტში გადაყვანა მოახერხა.
ორ წუთში ლელო მაინც გავიდა, როდესაც “არმიამ” ბურთი დაკარგა და შეცვლაზე შესულმა დავით მაკაროვმა ის მარცხენა კუთხეში დაამიწა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო.
ამის შემდეგ, “აკადემიამ” თამაშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ “არმია” კარგად იცავდა თავს, დასკვნით ორ წუთში კი 2 ლელოს გატანა მოახერხა. არმიელებმა მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში გაათამაშეს ბურთი, ირაკლი ქორიძე მცველებს ეკვეთა და ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთა.
განახლდა თუ არა თამაში, არმიელებმა შეუტიეს, პირველ ჯერზე მათ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხეს, მაგრამ მეორე ცდისას მჭედლიძემ იყოჩაღა და კობახიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 41:10.
ამავე ჯგუფის მე-2 მატჩში, ქუთაისის “ბაგრატი” “არმაზს” ებრძოლა, მაგრამ უფრო გამოცდილ მეტოქესთან 8:18 დამარცხდა, ხოლო მე-2 ჯგუფში, მეორე ქუთაისურმა გუნდმა “აიამ” “ყოჩები” 34:0 გაანადგურა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
I ჯგუფი
III რაუნდი
21 აპრილი
ბათუმი. “ანგისა”
ბათუმი XV (ბათუმი) - ლელო (თბილისი) 21:25
22 აპრილი
ქუთაისი. ბროწეულა (მესხეთი)
ბაგრატი (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი) 8:18
თბილისი. “ავჭალა”
აკადემია (თბილისი) - არმია (თბილისი) 10:41 (5:20)
აკადემია (ძირითადი შემადგენლობა): 15. ი. დავითაშვილი, 14. მარგიანი, 13. წასიძე, 12. მოლოდინაშვილი, 11. ჭუაძე, 10. აბდუშელიშვილი, 9. ჯ. ღამბაშიძე; 1. ზაქაშვილი, 2. მაღლაკელიძე, 3. გ. ღამბაშიძე, 4. ნებულიშვილი, 5. გაფრინდაშვილი, 6. ნ. ჩხიკვაძე, 7. გოგოლაძე, 8. ლომიძე.
2 ლელო: ჭუაძე, მაკაროვი
არმია (ძირითადი შემადგენლობა): 15. კობახიძე, 14. ი. ჩხიკვაძე, 13. ჯიმშელაძე, 12. მჭედლიძე, 11. გაბროშვილი, 10. ნინიძე, 9. სამხარაძე; 1. კაკოვინი, 2. მამუკაშვილი, 3. ხოსიტაშვილი, 4. არჩუაშვილი, 5. ჩიტიძე, 6. თხილაიშვილი, 7. თავართქილაძე, 8. უდესიანი.
5 ლელო: ჩხიკვაძე, მჭედლიძე (2), უდესიანი, ქორიძე
5 გარდასახვა: კობახიძე
2 ჯარიმა: კობახიძე
სინბინი: კაკოვინი
1 | არმია (თბილისი) | 3 | 3 | 0 | 0 | 155-40 | 14 |
2 | ლელო (თბილისი) | 3 | 3 | 0 | 0 | 136-35 | 14 |
3 | არმაზი (თბილისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 55-58 | 8 |
4 | აკადემია (თბილისი) | 3 | 1 | 0 | 2 | 48-89 | 4 |
5 | ბათუმი XV (ბათუმი) | 3 | 0 | 0 | 3 | 59-72 | 3 |
6 | ბაგრატი (ქუთაისი) | 3 | 0 | 0 | 3 | 24-183 | 0 |
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
არმაზი - ლელო
ბათუმი XV - არმია
ბაგრატი - აკადემია
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
არმია - ლელო
ბათუმი - ბაგრატი
არმაზი - აკადემია
II ჯგუფი
III რაუნდი
21 აპრილი
თბილისი. “შევარდენი”. 100 მაყურებელი
ჯიქები (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 13:15 (3:15)
თბილისი. “ვისოლი”.
თიბისი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 7:41
22 აპრილი
ქუთაისი. “დინამო”.
აია (ქუთაისი) - ყოჩები (თბილისი) 34:0
1 | აია (ქუთაისი) | 3 | 3 | 0 | 0 | 137-13 | 15 |
2 | ლოკომოტივი (თბილისი) | 3 | 3 | 0 | 0 | 113-42 | 14 |
3 | ხარები (რუსთავი) | 3 | 2 | 0 | 1 | 67-50 | 9 |
4 | ილიაუნი ჯიქები (თბილისი) | 3 | 1 | 0 | 2 | 46-38 | 6 |
5 | ყოჩები (თბილისი) | 3 | 0 | 0 | 3 | 32-104 | 0 |
6 | თიბისი (თბილისი) | 3 | 0 | 3 | 14-162 | 0 |
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
ლოკომოტივი - ხარები
ჯიქები - აია
ყოჩები - თიბისი
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
აია - ლოკომოტივი
თიბისი - ჯიქები
ყოჩები - რუსთავი
12-13 და 19-20 მაისი. ორმატჩიანი ნახევარფინალები
I ჯგუფის გამარჯვებული - II ჯგუფის მეორეადგილოსანი
II ჯგუფის გამარჯვებული - I ჯგუფის მეორეადგილოსანი
26 ან 27 მაისს ფინალი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია