ამბები

13:51 | 24.04.2012 | ნანახია 4378 - ჯერ

ზირაქაშვილი: ტურის ნაკრებში და ქება “ლენსტერის” მწვრთნელისგან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “კლერმონის” ბურჯი დავით ზირაქაშვილი გამოცემა Rugby Top-ის მიერ შედგენილ Top 14-ის XXIV ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ზირაქაშვილმა გასული წლის მიწურულს ხელი მოიტეხა, მოედანს ახლახანს დაუბრუნდა, სულ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამივე უმაღლეს დონეზე ჩაატარა. განვლილ ტურში ქართველმა ლეგიონერმა “მონპელიესთან” 22:9 მოგებულ შეხვედრაში მოედანზე 50 წუთი გაატარა. მანამდე, ის “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში “კლერმონს” საკუთარ მოედანზე ნახევარფინალური მატჩი 29 აპრილს, ირლანდიურ “ლენსტერთან” ელის.
“ლენსტერის” მწვრთნელ გრეგ ფიკს მომავალი ჯახის წინ შერკინებაში კინ ჰილის ეიმედება. ჰილის შერკინებაში სწორედ ქართველის წინაშე მოუწევს დადგომა. ფიკი ჰილიზე ამბობს, რომ გაშლილ თამაშში უძლიერესია და ძნელია მისი შეჩერება, როდესაც 100 მილის საათში სიჩქარით მიჰქრის. მერე მას ზირაქაშვილს ადარებს: “კინსა და ქართველ ზირაქაშვილს შორის ბევრი მსგავსებაა. დავითი ფეთქებადი მოთამაშეა, კარგად ირჯება გაშლილ თამაშში და ბურთიანად შეუძლია მეტოქის დაცვის ხაზის გარღვევა. ამასთან, ის ძლიერია დაცვაში თამაშისასაც. მოკლედ, საინტერესო დაპირისპირება გველის”.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081242