ამბები

15:03 | 7.05.2012 | ნანახია 1962 - ჯერ

ფინალი ნახევარფინალში

საქართველოს მორაგბეთა გარდამავალი, საგაზაფხულო ტურნირის მეორე ჯგუფის დასკვნითი ტურის გადამწყვეტ მატჩში, ქუთაისის “აიამ” საკუთარ “დინამოზე” თბილისის “ლოკომოტივი” 39:14 დაამარცხა, მეტოქეს სამით მეტი ლელო გაუტანა და ჯგუფური ეტაპი ქულათა მაქსიმუმით დაასრულა.
ამრიგად, ქუთაისელებს შანსი ეძლევათ, რომ 2011 წლის ჩემპიონატის ფინალში თბილისის “არმიასთან” განცდილი მარცხისთვის რევანში ორმატჩიან ნახევარფინალში აიღონ. ქუთათურები პირველ მატჩს თბილისში 12 ან 13 მაისს გამართავენ და ერთ კვირაში არმიელებს “დინამოზე” უმასპინძლებენ. დამარცხებული “ლიკომოტივი” ნახევარფინალში ტრადიციულ მეტოქე “ლელოს” დაუპირისპირდება. ორივე თამაში თბილისში გაიმართება და ამ შემთხვევაში სტუმარ-მასპინძელი პირობითი იქნება.
დაძაბული გამოდგა ტურის დასკვნითი მატჩი თბილისის “ყოჩებსა” და რუსთავის “ხარებს” შორის. “ხარებმა” 15:10 იმარჯვეს და მესამე ადგილი დაიკავეს, “ყოჩებმმა” კი, 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის ერთი პრემიალური ქულა მიიღეს. “ჯიქებმა” “თიბისის” 41:6 აჯობეს, პრემიალური ქულაც მიიღეს და მეოთხე საფეხურს დასჯერდნენ.

2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
I ჯგუფი
V რაუნდი
5 მაისი
თბილისი. “ავჭალა”. 1000 მაყურებელი

არმია (თბილისი) - ლელო (თბილისი) 21:22 (11:9)
ბათუმი. “ანგისა”.
ბათუმი XV (ბათუმი) - ბაგრატი (ქუთაისი) 50:19
თბილისი. “ვისოლი”.
არმაზი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 29:18
 

1  ლელო (თბილისი) 5 5 0 0 198-62 23.
2  არმია (თბილისი) 5 4 0 1 188-68 19
3  არმაზი (თბილისი)  5 3 0 2 90-116 12
4   ბათუმი XV (ბათუმი) 5 1 0 4 115-103 9
5  აკადემია (თბილისი)  5 1 0 4 95-149 5
6  აკადემია (თბილისი)  5 1 0 4 74-262 4


II ჯგუფი
V რაუნდი
6 მაისი
ქუთაისი. “დინამო”.

აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 39:14
თბილისი. “ვისოლი”.
თიბისი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი) 6:41
თბილისი. “ავჭალა”.
ყოჩები (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 10:15
 

1 აია (ქუთაისი) 5 5 0 0 213-48 25
2  ლოკომოტივი (თბილისი) 5 4 0 1 163-91 18
3     ხარები (რუსთავი) 5 3 0 2 92-96 13
4  ილიაუნი ჯიქი (თბილისი) 5 2 0 3 108-81 11
5  ყოჩები (თბილისი) 5 1 0 4 59-131 5
6 .    თიბისი (თბილისი) 5 0 0 5 32-220 1



12-13 და 19-20 მაისი. ორმატჩიანი ნახევარფინალები
არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი)
ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო (თბილისი)
26 ან 27 მაისს ფინალი

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09192