ამბები

17:00 | 7.05.2012 | ნანახია 1847 - ჯერ

“ოლ ბლექსი” თასს მიუახლოვდა

ახალი ზელანდიის მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა მსოფლიო სერიის ბოლოსწინა, გლაზგოს ეტაპი მოიგო და სერიის მოგებისკენ გიგანტური ნაბიჯი გადადგა. 12-13 მაისს, ბოლო, ლონდონის ეტაპზე “ოლ ბლექსს” სერიის მოდაგებად თასის ნახევარფინალში გასვლაც ეყოფა.

შოტლანდიაში ზელანდიელებმა შოტლანდია და საფრანგეთი იოლად დაამარცხეს, სამოასთან დიდი ბრძოლა გადაიტანეს და 22:21 იმარჯვეს, მეოთხედფინალში არგენტინა, ხოლო ნახევარფინალში ავსტრალია დასცეს და ფინალში ინგლისს დაუპირისპირდნენ. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ინგლისელებმა მაოთხედფინალში სამხრეთ აფრიკასთან და ფიჯისთან დიდი ბრძოლები გადაიტანეს, ამ უკანასკნელს დამატებით დროში გატანილი ლელოთი აჯობეს და ფინალს ცოტა გადაღლილები შეხვდნენ.

ევროპელებმა ტაიმნახევარი იბრძოლეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გატყდნენ და ახლა ახალი ზელანდია საერთო ჩათვლაში ფიჯის, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა, უკვე 11 ქულით გაუსწრო. სერიის მოგების შანსი მხოლოდ ზელანდიას და ფიჯის შერჩა, რადგან ინგლისელები მათ უკვე დიდი სხვაობით ჩამორჩებიან, თუმცა საკუთარ კედლებში საუკეთესო შედეგის ჩვენებას მაინც ეცდებიან.

გლაზგოს ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი 88 ქულით ფიჯელი მეტუისელა ტალებულა გახდა, 8-8 ლელო კი, ტალებულამ, ზელანდიელმა ვაისაკე ნაჰოლომ და ინგლისელმა მეტ ტერნერმა გაიტანეს. ჯამში საუკეთესო ბომბარდირი ზელანდიელი ტომას კამაა (330 ქულა), ხოლო საუკეთესო მელელოვე ინგლისელი დენ ნორტონი (35 ლელო), რომელსაც ორი ლელოთი ჩამორჩება თანამემამულე მეტ ტერნერი.

ინგლისის, თვიქნემის ეტაპი 12-13 მაისს გაიმართება, ხოლო მომავალი სეზონიდან, მსოფლიოს 7-კაცა სერია 10 ეტაპად ჩატარდება.

2011-2012 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
VIII ეტაპი (IX ეტაპად). შოტლანდია. გლაზგო. 5-6 მაისი

A ჯგუფი
ავსტრალია - აშშ 29:14
ინგლისი - კენია 40:7
ავსტრალია - კენია 28:26
ინგლისი - აშშ 19:12
აშშ - კენია 29:14
ავსტრალია - ინგლისი 14:19
 

1   ინგლისი  3 3 0 0 78-33 9
2   ავსტრალია 3 2 0 1 71-59 7
3   აშშ 3 1 0 2 55-62 5
4   კენია  3 0 0 3 47-97 3


B ჯგუფი
სამოა - საფრანგეთი 22:14
ახალი ზელანდია - ესპანეთი 31:5
სამოა - ესპანეთი 24:17
ახალი ზელანდია - საფრანგეთი 66:0
საფრანგეთი - ესპანეთი 7:19
სამოა - ახალი ზელანდია 21:22

 

1  ახალი ზელანდია 3 3 0 0 119-26 9
2   სამოა 3 2 0 1 67-53 7
3  ესპანეთი 3 1 0 2 41-62 5
4  საფრანგეთი 3 0 0 3 21-107 3



C ჯგუფი
არგენტინა - პორტუგალია 17:5
ფიჯი - ზიმბაბვე 40:0
არგენტინა - ზიმბაბვე 19:14
ფიჯი - პორტუგალია 28:5
პორტუგალია - ზიმბაბვე 24:14
არგენტინა - ფიჯი 7:47
 

1  ფიჯი 3 3 0 0 115-12 9
2 არგენტინა   3 2 0 1 43-66 7
3 პორტუგალია  3 1 0 2 34-59 5
4  ზიმბაბვე 3 0 0 3 28-83 3



D ჯგუფი
უელსი - შოტლანდია 17:14
სამხრეთ აფრიკა - რუსეთი 17:14
სამხრეთ აფრიკა - შოტლანდია 19:14
უელსი - რუსეთი 31:5
შოტლანდია - რუსეთი 33:5
უელსი - სამხრეთ აფრიკა 17:5
 

1  უელსი 3 3 0 0 65-24 9
2    სამხრეთ აფრიკა 3 2 0 1 41-45 7
3    შოტლანდია 3 1 0 2 61-41 5
4   რუსეთი 3 0 0 3 24-81 3

 



მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისათვის
აშშ - რუსეთი 21:22
პორტუგალია - საფრანგეთი 5:7
შოტლანდია - კენია 19:12
ესპანეთი - ზიმბაბვე 14:7
თასის მეოთხედფინალები
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 19:14
ფიჯი - სამოა 34:10
უელსი - ავსტრალია 7:17
ახალი ზელანდია - არგენტინა 36:5
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვის
აშშ - პორტუგალია 17:14
კენია - ზიმბაბვე 24:7
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
რუსეთი - საფრანგეთი 12:10
შოტლანდია - ესპანეთი 7:10
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
 სამხრეთ აფრიკა - სამოა 0:47
უელსი - არგენტინა 12:5
თასის ნახევარფინალები
ინგლისი - ფიჯი 26:21
ავსტრალია - ახალი ზელანდია 7:22
XIII ადგილისთვის
აშშ - კენია 14:22
IX ადგილისთვის
რუსეთი - ესპანეთი 33:19
V ადგილისთვის
სამოა - უელსი 31:12
III ადგილისთვის
ფიჯი - ავსტრალია 31:17
ფინალი
ინგლისი - ახალი ზელანდია 14:29

საერთო ცხრილი რვა ეტაპის შემდეგ
1.    ახალი ზელანდია - 150
2.    ფიჯი - 139
3.    ინგლისი - 123
4.    სამხრეთ აფრიკა - 115
5.    სამოა - 114
6.    ავსტრალია - 99
7.    უელსი - 83
8.    არგენტინა - 77
9.    საფრანგეთი - 70
10.    შოტლანდია - 41
11.    კენია - 39
12.    აშშ - 39
13.    კანადა - 33
14.    ტონგა - 17
15.    პორტუგალია - 13
16.    იაპონია - 10
17.    რუსეთი - 9
18.    ესპანეთი - 9
19.    ჰონკონგი - 5
20.    ზიმბაბვე - 5
21.    პაპუა ახალი გვინეა - 3
22.    კუკის კუნძულები - 2
23.    ბრაზილია - 1
24.    მაროკო - 1
25.    ნიუე - 1
26.    ა.გ.ს. - 1
27.    ურუგვაი - 1

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.143306