ამბები

17:06 | 10.05.2012 | ნანახია 3916 - ჯერ

უკრაინას 9 ივნისს თბილისში ვუმასპინძლებთ

საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრები წლეულს, ერთა თასის ბოლო მატჩს, 9 ივნისს, უკრაინელთა წინააღმდეგ თბილისში ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ კალენდრის თანახმად, “ბორჯღალოსნებს” მომავალი შეხვედრა დნეპროპეტროვსკში უწევდათ, თუმცა, სიტუაცია მოლაპარაკებთა შედეგად შეიცვალა.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მატჩის შემდეგ, ქართველი მორაგბეები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ტესტ-მატჩების ჩასატარებლად მიემგზავრებიან, საქართველოს რაგბის კავშირმა თხოვნით მიმართა ფირა-აერსა და უკრაინის რაგბის ფედერაციას, რათა აღნიშნული მატჩი იმავე დროს თბილისში ჩატარებულიყო.
თამაშის დნეპროპეტროვსკში ჩატარების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნებს“ ჩრდილო ამერიკაში ჩასაღწევად საკმაოდ რთული მარშრუტის შესრულება უწევდათ, რაც ტესტ-მატჩების მაღალ დონეზე ჩატარებას შეუშლიდა ხელს, ამგვარად კი, სიტუაცია უფრო გაიოლდება. საქართველოს რაგბის კავშირმა ფირა-აერი-სა და უკრაინის რაგბის ფედერაციისგან აღნიშნულ თხოვნაზე ოფიციალური დადებითი პასუხი უკვე მიიღო, რისთვისაც ქართული მხარე მათ მადლობას უხდის.
აღნიშნული მატჩის სასურველი ანგარიშით მოგების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები“ “ერთა თასის” მფლობელები მეხუთედ გახდებიან (თუმცა, მანამდე დაგეგმილი რუსეთ-ესპანეთის მატჩიდან გამომდინარე, შესაძლოა, ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვებაც გვეყოს), უკრაინას კი ქვედა დონეზე დაქვეითებისგან ვეღარაფერი იხსნის.

 

2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი

რუმინეთი – პორტუგალია 15:7 (5:7)
 
11 თებერვალი
ესპანეთი – საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია – რუსეთი 32:33 (20:16)
 
25 თებერვალი
საქართველო
– პორტუგალია 32:7 (7:0)
რუსეთი – რუმინეთი 0:25 (0:12)
უკრაინა – ესპანეთი 6:41 (6:20)
 
10 მარტი
რუსეთი – უკრაინა 38:19 (21:12)
რუმინეთი – საქართველო 13:19 (10:6)
პორტუგალია – ესპანეთი 23:17 (6:8)

 

17 მარტი
საქართველო
– რუსეთი 46:0 (17:0)
ესპანეთი – რუმინეთი 13:12 (3:6)
უკრაინა – პორტუგალია 35:33 (13:16)

 

31 მარტი
რუმინეთი – უკრაინა 71:0 (26:0)

 

1. რუმინეთი           5 3 0 2 136:39 16
2. საქართველო   4 3 0 1 115:45  15
3. ესპანეთი             4 3 0 1 96:59 14   
4. რუსეთი               4 2 0 2 71:122 9
5. პორტუგალია       5 1 0 4 102:132 7
6. უკრაინა               4 1 0 3 60:183 5
 
19 მაისი
რუსეთი – ესპანეთი
 
9 ივნისი
საქართველო
 – უკრაინა

 

2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
1. საქართველო    9 8 0 1 283:80 37

2. რუმინეთი           10 6 0 4 302:108 32
3. ესპანეთი              9 5 0 4 188:234 24
4. პორტუგალია      10 4 0 6 215:230 21
5. რუსეთი                9 4 0 5 171:220 20
6. უკრაინა                9 1 0 8 121:408 5


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.669666