2011-2012 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის დასკვნით, მეცხრე ეტაპზე, რომელსაც ლონდონმა უმასპინძლა, ახალმა ზელანდიამ ნახევარფინალში უახლოეს მდევარ ფიჯისთან მარცხი განიცადა, მაგრამ ამ დროს “ოლ ბლექსმა” უკვე იცოდა, რომ სერიის მეათედ მოგებას ვეღარავინ შეეცილებოდა.
ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ზელანდიელებმა ჯგუფური ეტაპი გადალახეს და თასის ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკა 36:0 გაანადგურეს. უკვე ცხადი იყო, ვინ იქნებოდა სერიის გამარჯვებული, მაგრამ ნახევარფინალი დიდ ინტერესს იწვევდა და ფიჯიმ “ოლ ბლექსს” 31:7 აჯობა, საბოლოოდ კი, ფინალიც თავის სასარგებლოდ დაასრულა, სამოას 38:15 აჯობა და ლონდონის ეტაპზე თასი შემართა. თავის მხრივ, ზელანდიელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში არგენტინელები 40:0 დაიბრიყვეს.
ამრიგად, მსოფლიო სერიის ცხრა ეტაპი ხუთმა სხვადასხვა გუნდმა მოიგო (ახალი ზელანდია, ფიჯი, ინგლისი, სამოა, ავსტრალია). “ოლ ბლექსმა” სამ ეტაპზე იმარჯვა და კიდევ სამჯერ ფინალში ითამაშა. ლონდონის ეტაპის ბომბარდირი 60 ქულით ზელანდიელი ტომასი კამა გახდა, ხოლო საუკეთესო მელელოვე 8 ლელოთი - სამოელი ტომ იოსეფო. მთელი სერიის ჯამში, კამამ 390 ქულა მოაგროვა, ხოლო ინგლისელმა მეტ თერნერმა 38 ლელო გაიტანა. მას ერთი ლელოთი ჩამორჩა თანამემამულე დენ ნორტონი, ხოლო ზელანდიელი კამას ანგარიშზე 34 ლელოა, ამასთან, ტომასი 2012 წლის 7-კაცა სერიების საუკეთესო მორაგბედაც დაასახელეს.
2011-2012 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
IX ეტაპი (IX ეტაპად). ინგლისი. ლონდონი. 12-13 მაისი
A ჯგუფი
ახალი ზელანდია - რუსეთი 49:7
არგენტინა - კენია 14:12
ახალი ზელანდია - კენია 24:0
არგენტინა - რუსეთი 24:14
რუსეთი - კენია 21:19
ახალი ზელანდია - არგენტინა 15:10
1. | ახალი ზელანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 88-17 | 9 |
2. | არგენტინა | 3 | 2 | 0 | 1 | 48-41 | 7 |
3. | რუსეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 42-92 | 5 |
4. | კენია | 3 | 0 | 0 | 3 | 31-59 | 3 |
B ჯგუფი
ინგლისი - საფრანგეთი 28:0
სამოა - აშშ 31:17
ინგლისი - აშშ 15:5
სამოა - საფრანგეთი 26:19
საფრანგეთი - აშშ 19:15
ინგლისი - სამოა 7:14
1. | სამოა | 3 | 3 | 0 | 0 | 71-43 | 9 |
2. | ინგლისი | 3 | 2 | 0 | 1 | 50-19 | 7 |
3. | საფრანგეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 38-69 | 5 |
4. | აშშ | 3 | 0 | 0 | 3 | 37-65 | 3 |
C ჯგუფი
ფიჯი - ესპანეთი 19:5
უელსი - ზიმბაბვე 19:12
ფიჯი - ზიმბაბვე 29:0
უელსი - ესპანეთი 7:22
ესპანეთი - ზიმბაბვე 38:0
ფიჯი - უელსი 43:7
1. | ფიჯი | 3 | 3 | 0 | 0 | 91-12 | 9 |
2. | ესპანეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 65-26 | 7 |
3. | უელსი | 3 | 1 | 0 | 2 | 33-77 | 5 |
4. | ზიმბაბვე | 3 | 0 | 0 | 3 | 12-86 | 3 |
D ჯგუფი
ავსტრალია - შოტლანდია 27:12
სამხრეთ აფრიკა - პორტუგალია 41:0
ავსტრალია - პორტუგალია 26:5
სამხრეთ აფრიკა - შოტლანდია 20:5
შოტლანდია - პორტუგალია 26:12
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 19:17
1. | ავსტრალია | 3 | 3 | 0 | 0 | 72-34 | 9 |
2. | სამხრეთ აფრიკა | 3 | 2 | 0 | 1 | 78-24 | 7 |
3. | შოტლანდია | 3 | 1 | 0 | 2 | 43-59 | 5 |
4. | პორტუგალია | 3 | 0 | 0 | 3 | 17-93 | 3 |
მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისათვის
რუსეთი - პორტუგალია 17:24
უელსი - აშშ 28:19
შოტლანდია - კენია 21:5
საფრანგეთი - ზიმბაბვე 17:19
თასის მეოთხედფინალები
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 36:0
ფიჯი - ინგლისი 21:14
ავსტრალია - არგენტინა 7:12
სამოა - ესპანეთი 22:7
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვის
რუსეთი - აშშ 12:38
კენია - საფრანგეთი 14:17
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
პორტუგალია - უელსი 26:28
შოტლანდია - ზიმბაბვე 31:19
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
სამხრეთ აფრიკა - ინგლისი 17:19
ავსტრალია - ესპანეთი 17:12
თასის ნახევარფინალები
ახალი ზელანდია - ფიჯი 7:31
არგენტინა - სამოა 19:21
XIII ადგილისთვის
აშშ - საფრანგეთი 12:19
IX ადგილისთვის
უელსი - შოტლანდია 27:5
V ადგილისთვის
ინგლისი - ავსტრალია 12:14
III ადგილისთვის
ახალი ზელანდია - არგენტინა 40:0
ფინალი
ფიჯი - სამოა 38:15
საბოლოო საერთო ცხრილი
1. ახალი ზელანდია - 167
2. ფიჯი - 161
3. ინგლისი - 135
4. სამოა - 133
5. სამხრეთ აფრიკა - 125
6. ავსტრალია - 112
7. არგენტინა - 92
8. უელსი - 91
9. საფრანგეთი - 73
10. შოტლანდია - 48
11. აშშ - 41
12. კენია - 40
13. კანადა - 33
14. ესპანეთი - 19
15. პორტუგალია - 18
16. ტონგა - 17
17. იაპონია - 10
18. რუსეთი - 10
19. ზიმბაბვე - 10
20. ჰონკონგი - 5
21. პაპუა ახალი გვინეა - 3
22. კუკის კუნძულები - 2
23. ბრაზილია - 1
24. მაროკო - 1
25. ნიუე - 1
26. ა.გ.ს. - 1
27. ურუგვაი - 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია