ეროვნული ნაკრები

17:13 | 29.02.2016 | ნანახია 1071 - ჯერ

საქართველომ იტალია ჩამოიტოვა

საქართველოს ნაკრებს ესპანეთის 38:7 ძლევამ სარეიტინგო ქულები ვერ შესძინა, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა“ იტალია მაინც ჩამოიტოვეს და მე-13 ადგილამდე აღზევდნენ.

იტალიელებს რომში შოტლანდიასთან 20:36 მარცხი 1,23 სარეიტინგო ქულად დაუჯდათ და მართალია ჩვენთან თამაშს უარობენ, მაგრამ რეიტინგში უკვე ჩვენს ქვევით არიან. თავად შოტლანდია ამ მოგებამ ორი ადგილით დააწუნაირა და გუნდი მოწინავე ათეულში, მე-9 ადგილით შევიდა. ექვსი სხვა შეხვედრებმა სარეიტინგო ქულები მცირედით შეცვალა, მაგრამ ადგილები უცვლელად დარჩა. კერძოდ, უელსმა 0,4 ქულა მიიღო და ამდენივე დაკარგა საფრანგეთმა, ხოლო ინგლისს ირლანდიის ძლევამ 0,56, ქულა მოუტანა.

რუმინეთმა რუსეთის 30:0 დამარცხებით სარეიტინგო ქულები მცირედით, 0,56-ით გაიუმჯობესა, მაგრამ აშშ-ს ნაკრების ბრაზილიასთან განცდილი სენსაციური მარცხით ისარგებლა და მას ადგილი გაუცვალა. „არწივებს“ იმ მომენტისთვის 26 ადგილით ქვევით მყოფ გუნდთან მარცხი 2 ქულად დაუჯდათ. ამდენივე ქულა მიიღეს სამხრეთამერიკელებმა 38-ე ადგილამდე აღზევდნენ. ამერიკის ექვს ერზე ჩილეს დამარცხებამ ურუგვაის 0,87 ქულა მოუტანა და „ტეროსი“20-ეულში დაბრუნდა. გერმანიამ პორტუგალიის დიდი სხვაობით ძლევით 1 ქულა მიიღო და 3 ადგილით დაწინაურდა.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი. 29 თებერვლისთვის

1 (1). ახალი ზელანდია 96,10

2 (2). ავსტრალია 89,33

3 (3). სამხრეთ აფრიკა 87,66

4 (4). უელსი 83,98

5 (5). არგენტინა 82,59

6 (6). ინგლისი 82,18

7 (7). საფრანგეთი 80,20

8 (8). ირლანდია 79,70

9 (11). შოტლანდია 78,03

10 (9). იაპონია 77,05

11 (10). ფიჯი 76,96

12 (13). ტონგა 71,60

13 (14). საქართველო 71,45

14 (12). იტალია 70,78

15 (15). სამოა 70,36

16 (17). რუმინეთი 67,93

17 (16). აშშ 66,86

18 (18). რუსეთი 63,53

19 (19). კანადა 63,42

20 (21). ურუგვაი 62,04

21 (20). ნამიბია 61,75

22 (22). ესპანეთი 60,63

23 (26). გერმანია 57,69

24 (23). ჰონკონგი 57,17

25 (25). კორეა 56,70

26 (28). ბელგია 56,17

27 (24). ჩილე 56,04

28 (29). კენია 55,89

29 (30). უკრაინა 55,51

30 (27). პორტუგალია 55,34

...

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:03 | 01.03.2016
BEERTRANCE (1073)

და მალე მე-12ზეც გადავალთ და 72 ქულას ავცდებით.

1.077055