ამბები

13:54 | 15.05.2012 | ნანახია 2264 - ჯერ

ქუბრიაშვილი იოლად გადარჩა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ტულონის” შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი Top 14-ის რეგულარული პირველობის მიწურულს მძიმე ტრავმას გადაურჩა.
რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში, “ლიონთან” სტუმრად 29:5 მოგებული მატჩის 27-ე წუთზე, 26 წლის ქართველმა პირველხაზელმა მუხლის არეში ტკივილი იგრძნო და შესაცვლელი გახდა.
ექიმები ეჭვობდნენ, რომ ქუბრიაშვილს მუხლის მყესები ჰქონდა გაწყვეტილი, მაგრამ გამოკვლევამ ცხადყო, რომ საქმე ასე რთულად არაა და დათოს მყესები მხოლოდ დაჭიმული აქვს. ეს კარგი ამბავი ქუბრიაშვილს მწვრთნელებმა გუშინ ამცნეს. ექიმები ვარაუდობენ, რომ ქართველ ლეგიონერს მცირეხნიანი შესვენება მოუწევს და პარასკევიდან ვარჯიშს განაახლებს.
ამრიგად, დიდი ალბათობით, ქუბრიაშვილს 18 მაისს, “ბიარიცთან” “ჩელენჯ ქაფის” ფინალის გამოტოვება მოუწევს, თუმცა, 26 მაისს, “რასინგ მეტროსთან” თოპ 14-ის საჩემპიონო პლეი ოფში თამაში შეეძლება.

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093468