ამბები

17:49 | 17.05.2012 | ნანახია 2792 - ჯერ

ბრეგვაძესთვის სეზონი დასრულდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის, მიმდინარე გათამაშების ლიდერ “ტულუზას” კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოედანზე ვეღარ გავა.
24 წლის ჰუკერი ტულუზელებს მიმდინარე წლის იანვარში, ტრავმირებული აქვსენტი გიორგაძის შესაცვლელად “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით დაემატა, მაგრამ მარტის მიწურილს კისრის მალების ტრავმა მიიღო. ცოტა ხნის წინ, მან ვარჯიში განაახლა, მაგრამ ტკივილებმა ისევ შეაწუხეს და სამედიცინო შემოწმებამ ცხადყო, რომ ის გუნდს საჩემპიონო პლეი ოფის მატჩებში ვეღარ დაეხმარება.
ამრიგად, “ტულუზელებში” ჰუკერების ეპიდემიაა და გუნდს ამ პოზიციის ერთბაშად ოთხი მორაგბე გამოაკლდა. თავის დროზე, გიორგაძე “ტულუზამ” “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით, ტრავმირებული სამხრეთაფრიკელი გარი ბოთას ნაცვლად დაიმატა, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და ტულუზელებს სეზონის ბოლომდე გამოაკლდა. თუმცა, 36 წლის აქვსენტიმ, ახალი გუნდის მაისურით ჩატარებულ მეორე მატჩში მუხლქვეშა მყესი გაიწყვიტა და გუნდს ისიც სეზონის ბოლომდე დააკლდა, რის შემდეგაც “ტულუზამ” საკუთარ რიგებში ჯაბა ბრეგვაძეს უხმო. ახლახან უილიამ სერვატიმ მუხლი იტკინა და დიდი ალბათობით, პლეი ოფის მატჩებში მონაწილეობას ვერც ის მიიღებს.
“ტულუზა” საჩემპიონო პლეი ოფში ნახევარფინალიდან ჩაერთვება და 2 ივნისს “კასტრსა” და “მონპელიეს” შორის გამარჯვებულს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078778