ამბები

18:40 | 19.05.2012 | ნანახია 3835 - ჯერ

უკრაინასთან ფრეც გვყოფნის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს 2012 წლის ევროპის ერთა თასის მოსაპოვებლად, 9 ივნისს თბილისში უკრაინასთან მატჩში ორი ქულის აღებაც ეყოფა.
ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუსეთის ნაკრებმა დღეს მოსკოვში ესპანეთს 41:37 სძლია. ლელოუხვი მატჩი დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა. პირველ ტაიმში მასპინძლები მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობდნენ და შესვენებაზე 15-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 21:6. მეორე ტაიმში სტუმრებმა გაიბრძოლეს და მართალია, დამარცხდნენ, მაგრამ ოთხი ლელოს გატანა მოახერხეს და 7 ქულაზე ნაკლები მარცხისთვის განკუთვნილ პრემიალურ ქულასთან ერთად, 4 ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც მიითვალეს, რამაც მათ 9 ივნისამდე გალიდერების შანსი მისცა.
ოთხი ლელო გაიტანა და ბონუსი აიღო რუსეთმაც, მაგრამ სლავები მეოთხე საფეხურს მაინც ვერ ასცდნენ. ახლა ქართველ მორაგბეებს უკრაინელებთან მატჩში ბონუსით მოგება აღარ ჭირდებათ და პირველ ადგილზე შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაშიც გავლენ. 2 ქულის აღების მეორე ვარიანტიც არსებობს - 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხი და ოთხი ლელოს გატანა, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, საქმე იქამდე მივიდეს.
შეგახსენებთ, უკრაინელებთან, რომლებიც B დივიზიონში დაქვეითდნენ და ადგილი ბელგიას დაუთმეს, ყინვის გამო გადადებული მატჩი 9 ივნისს სტუმრად უნდა გამართულიყო, მაგრამ რადგან თამაშის შედეგი პრაქტიკულად წინასწარ ცნობილია, 16-23 ივნისს კი, საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ ამერიკაში აშშ-სა და კანადასთან ელის თამაშები, ორივე გუნდის და FIRA-ს შეთანმებით, ეს შეხვედრა თბილისში გაიმართება და “ბორჯღალოსნებიც” ერთა თასს მეექვსედ საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ ჩაიბარებენ.

2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი

რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
 
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
 
25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
რუსეთი - რუმინეთი 0:25 (0:12)
უკრაინა - ესპანეთი 6:41 (6:20)
 
10 მარტი
რუსეთი - უკრაინა 38:19 (21:12)
რუმინეთი - საქართველო 13:19 (10:6)
პორტუგალია - ესპანეთი 23:17 (6:8)

17 მარტი
საქართველო - რუსეთი 46:0 (17:0)
ესპანეთი - რუმინეთი 13:12 (3:6)
უკრაინა - პორტუგალია 35:33 (13:16)


31 მარტი
რუმინეთი - უკრაინა 71:0 (26:0)


19 მაისი
რუსეთი - ესპანეთი 41:37 (21:6)

 

1. ესპანეთი  5 3 0 2 133-100 16
2 რუმინეთი  5 3 0 2 136-39  16
3.  საქართველო  4 3 0 1  115-45 15
4. რუსეთი  5  3 0 2 112-159 14
5. პორტუგალია  5 1 0 4  102-132 7
6. უკრაინა  4 1 0 3 60-183 5


9 ივნისი
უკრაინა - საქართველო

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083244