ამბები

20:04 | 21.05.2012 | ნანახია 2164 - ჯერ

“ხიდი წარსულსა და მომავალს შორის”

წიგნის მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსში”, ამა წლის 21 მაისს 2011 წლის მსოფლიო თასისადმი მიძღვნილი წიგნის - “ხიდი წარსულსა და მომავალს შორის” შედგა.
მისი ავტორი ბესიკ ჯანგავაძეა, რომელიც “ბორჯღალოსნებს” ახალი ზელანდიის მსოფლიო თასზე ახლდა და იქ ნანახი საკუთარ წიგნში გადმოსცა.
წიგნში უხვადაა ფოტო მასალა, რომელიც ტექსტში ასახულ მოვლენებს სრულად ასახავს. ავტორი მოგვითხრობს ქართველი მორაგბეების ყოველდღიურ ყოფას ზელანდიაში. რაც შეეხება სახელწოდებას, ის გუნდის მთავარი მწვრთნელის, შოტლანდიელი რიჩი დიქსონის სიტყვების ციტირებაა, რომელიც მიიჩნევს, რომ “ბორჯღალოსნებმა” განვითარების ერთი, ძალიან კარგი ეტაპი უკვე დაასრულეს და იწყებენ მეორე, კიდევ უფრო დიდი წარმატების მომტან ეტაპს.
“ისე მოხდა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მესამედ ითამაშა მსოფლიო თასზე, მაგრამ აქამდე ჩვენს გუნდს თან არასოდეს ახლდა ჟურნალისტი, რომელიც შემდგომში იქ დანახულ მოვლენებს ასახავდა. მერგო პატივი, რომ 2011 წელს, რაგბის კავშირისა და მედიაჰოლდინგ “პალიტრას” მეშვეობით “ბორჯღალოსანთა” გვერდიგვერდ ერთი თვე გამეტარებინა და ახლა იქ დატრიალებული ამბები წიგნად გამოვეცით. აქ საუბარი მხოლოდ სარაგბო მოვლენებზე არაა. მკითხველი ზელანდიურ ყოფაზეც მიიღებს სათანადო ინფორმაციას და იმედია, მომავალში, მსოფლიო თასზე მათ გვერდით არაერთი ჟურნალისტი იქნება” - განაცხადა პრეზენტაციაზე ჯანგავაძემ.
წიგნის პრეზენტაციას რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე, სრკ-ს წარმომადგენლები და საქართველოს ნაკრების მორაგბეები ესწრებოდნენ.
“კარგია, რომ ეს წიგნი გამოიცა. ახლა ჩვენი გამოსვლა ისტორიას დარჩება და მომავალ თაობასაც ეცოდინება ის, თუ რა ხდებოდა ზელანდიაში” - თქვა “ბორჯღალოსანთა” წევრმა ლექსო გუგავამ.
“ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ახალ ზელანდიაში ქართველი ჟურნალისტიც ყოფილიყო. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და აგერ უკვე გამოიცა წიგნი, რომლის საშუალებითაც მკითხველები არა მხოლოდ სარაგბო საკითხებზე, უამრავ ინფორმაციას მიიღებენ” - დაამატა გიორგი ნიჟარაძემ.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.070733