6 ერი

15:54 | 29.02.2016 | ნანახია 1185 - ჯერ

ჯონსი ბილი ვუნიპოლას აქებს

ინგლისის ნაკრების მორაგბე ბილი ვუნიპოლა წლევანდელ 6 ერის თასზე ორჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 8 ნომერმა თავის გამოჩენა შოტლანდიასთან და ირლანდიასთან გამართულ მატჩებში მოახერხა.

ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჯონსმა, 23 წლის ვუნიპოლა ირლანდიასთან გამარჯვების (21:10) შემდეგ შეაქო :

„დღეავნდელ მატჩში ბილი ძალიან დამაჯერებელი იყო. ბილის ცოტა ხანში უფრო კარგ ფორმაში ვიხილავთ. ის ჯერ ახალგაზრდაა და ბევრი რამის სწავლა შეუძლია. მართალია იგი დიდი მოსაუბრე არ გახლავთ, მაგრამ თავისი მაგალითით კარგი ვიცე-კაპიტანია” - აღნიშნა ჯონსმა.

„სარასენსის“ ახალგაზრდა მესამეხაზელს ინგლისის მთავარ გუნდში 24 კეპი აქვს მოხვეჭილი.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085076