ამბები

1:01 | 30.05.2012 | ნანახია 3092 - ჯერ

გორგოძემ “ბარბაროსების” მაისური მოირგო

საქართველოს სარაგბო ნაკრების ლიდერმა მამუკა გორგოძემ “ბარბაროსების” მაისურით ირლანდიელთა წინააღმდეგ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 66 წუთი გაატარა, მსოფლიოს გამორჩეული მორაგბეების კრებულმა კი თამაში 29:28 მოიგო. მატჩის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე, გადამწყვეტი საჯარიმო არგენტინელმა ფელიპე კონტეპომიმ შეაგდო.
შეგახსენებთ, რომ “ბარბაროსთა” რიგებში პერიოდულად მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეები იკრიბებიან და ტესტ-მატჩებს ატარებენ, რომელშიც როგორც წესი უმაღლესი კლასის რაგბის ხილვის საშუალება გვაქვს. სამწუხაროდ, ამჯერად ინგლისურ გლოსტერში გამართული შეხვედრის ნახვა ვერ მოხერხდა, “კინგსჰოლმზე” შეკრებილმა 11 654 მაყურებელმა კი ჯამში 8 ლელო იხილა, რომლებიც გუნდებმა თანაბრად გადაინაწილეს.
“ბარბაროსები” მომდევნო მატჩს 2 ივნისს უკვე უელსელთა წინააღმდეგ ჩაატარებენ და გორგოძე იმ შეხვედრაშიც ითამაშებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ “გორგოძილა” მეოთხე ქართველია, რომელსაც “ბარბაროსების” შავ-თეთრი მაისურით ვხედავთ. პირველი ქართველი, რომელმაც ამ ზეიმში მიიღო მონაწილეობა, დავით ქუბრიაშვილი იყო. მან 2011 წლის მაის-ივნისში ინგლისისა და უელსის წინააღმდეგ ითამაშა.
შარშან, მსოფლიო თასის შემდეგ, “ბარბაროსები” შოტლანდიასთან სათამაშოდ შეიკრიბნენ და ამჯერად შემადგენლობაში დავით კაჭარავა და გოდერძი შველიძე მოხვდნენ, ახლა კი, გორგოძის ჯერი დადგა, ვისი გუნდიც საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა და მამუკაც განტვირთვისთვის “ბარბაროსების” მაისურით ირჯება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088502