ამბები

23:52 | 30.05.2012 | ნანახია 5963 - ჯერ

“ბორჯღალოსანთა” გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

საქარველოს სარაგბო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების გაფართოებული სია გამოაქვეყნა. დასახელებული მორაგბეებიდან აირჩევიან ის მოთამაშეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ერთა თასის ბოლო მატჩში უკრაინასთან (9/06) და შემდეგ გაემგზავრებიან ამერიკასა (16/06) და კანადაში (23/06) ტურნეზე. საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, 32 მორაგბისგან შემდგარი კრებული ასე გამოიყურება:
დავით ზირაქაშვილი, აქვსენტი გიორგაძე, მიხეილ ნარიაშვილი, ბექა შეყლაშვილი, ლევან ჩილაჩავა, რევაზ ბელქანია, ირაკლი მირცხულავა, დიმიტრი ბასილაია, შალვა მამუკაშვილი, ვახტანგ მაისურაძე, ბაჩუკი გუჯარაიძე, გიორგი ჩხაიძე, დავით ჩიტიძე, შალვა სუთიაშვილი, ბექა ბიწაძე, გივი ბერიშვილი, ზვიად მაისურაძე, გიორგი თხილაიშვილი, ირაკლი აბუსერიძე, ბიძინა სამხარაძე, გიორგი ბეგაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლაშა ხმალაძე, ლაშა მალაღურაძე, დავით კაჭარავა, თედო ზიბზიბაძე, ირაკლი მაჩხანელი, მერაბ შარიქაძე, ლექსო გუგავა, სანდრო თოდუა, ირაკლი ყიასაშვილი, ბექა წიკლაური.
ტრავმების გამო სიაში ვერ მოხვდნენ გიორგი შკინინი, დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი, ანტონ ფეიქრიშვილი და ვიქტორ კოლელიშვილი, ხოლო მამუკა გორგოძე, დავით ქუბრიაშვილი, იური ნატრიაშვილი, ლევან დათუნაშვილი და გიორგი ნემსაძე სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, რთული სეზონის შემდეგ ისვენებენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.143444