საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, ევროპის გრან პრის პირველი ეტაპის პირველ შეხვედრას, 2 ივნისს, თბილისის დროით 12:22 საათზე ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ეს არის B ჯგუფის პირველი მატჩი ლიონის ეტაპზე, ზოგადად ტურნირი კი, A ჯგუფში, საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება. გერმანელები შარშან ამოვიდნენ ევროპის 12 უძლიერეს გუნდს შორის, საიდანაც მოლდოვა და რუმინეთი გავარდნენ, ხოლო მეორე ადგილი შოტლანდიამ დაიკავა, რომელიც აქამდე ევროპის გრან პრიზე მონაწილეობას თაკილობდა. ახლა წამყვანი სარაგბო ქვეყნებიდან ევროპის ჩემპიონატს მხოლოდ ირლანდიის ნაკრები აკლია, რომლისთვისაც 7-კაცა პრიორიტეტული სულაც არაა და მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე კი არა, მსოფლიოს სერიებშიც არ იღებს მონაწილეობას.
კახა ალანიას შეგირდები, ლიონში მეორე მატჩს 15:28 საათზე უკრაინის წინააღმდეგ გამართავენ, 18:34 საათზე შარშანდელი გრან პრის მესამეადგილოსან ესპანეთს შეხვდებიან, დღის ბოლო დაპირისპირება კი, 20:56 საათზე მეორეადგილოსან ინგლისთან ექნებათ. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელები და ინგლისელები, ლიონში ახალგაზრდა მორაგბეების გამოცდას აპირებენ. ჯგუფურ ეტაპს საქართველოს ნაკრები 3 ივნისს, სწორედ შოტლანდიასთან მატჩით დაასრულებენ, რომელიც 13:06 საათზე დაიწყება. 3 ივნისს გაიმართება ნახევარფინალური და ფინალური მატჩებიც.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ-მეორეადგილოსნები ეტაპის მოსაგებად ნახევარფინალებში აგრძელებენ ბრძოლას, მესამე-მეოთხეადგილოსნები V-VIII ადგილებისთვის იბრძვიან, ხოლო ჯგუფის ნაბოლარები IX-XII ადგილებს გაითამაშებენ. თითოეული გუნდი, ეტაპზე დაკავებული ადგილის მიხედვით ჩასათვლელ ქულას იღებს და გრან პრის გამარჯვებულიც ის გუნდი გახდება, რომელსაც ბოლოს ყველაზე მეტი ქულა ექნება, ხოლო ორი უარესი მაჩვენებლის მქონე, გაისად 7-კაცას გათამაშებას ქვედა დივიზიონში დაიწყებს.
საქართველოს ნაკრებმა ცოტა ხნის წინ რომის ტურნირზე ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა, ახლა კი, ალანიამ უფრო ძლიერ მორაგბეებს მოუყარა თავი. გუნდში ერთადერთი ლეგიონერია - საფრანგეთის ფედერალ 1-იდან მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც ცნობილი მოშვიდკაცეა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული გუნდის ზელანდიელი თავკაცი მილტონ ჰეიგი, 7-კაცა რაგბის განიხილავს მოთამაშეთა ტექნიკური და ფიზიკური მომზადების საუკეთესო საშუალებად და 7-კაცა გუნდში “ბორჯღალოსანთა” წევრებიც მოხვდნენ. ყველაზე მეტი, 4 წარმომადგენელი ქვეყნის ჩემპიონსა და ახლახანს დასრულებული საგაზაფხულო ტურნირის გამარჯვებულ “არმიას” ჰყავს.
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ლიონში: გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), დავით მაკაროვი (“აკადემია”, თბილისი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), დიმიტრი გოგოლაძე (“აკადემია”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი
2012 წლის ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში
პირველი ეტაპი. 2-3 ივნისი. ლიონი (საფრანგეთი)
A ჯგუფი
პორტუგალია
რუსეთი
საფრანგეთი
იტალია
უელსი
გერმანია
2 ივნისი
საფრანგეთი - გერმანია
რუსეთი - იტალია
პორტუგალია - უელსი
იტალია - გერმანია
საფრანგეთი - უელსი
პორტუგალია - რუსეთი
უელსი - გერმანია
პორტუგალია - იტალია
რუსეთი - საფრანგეთი
იტალია - უელსი
რუსეთი - გერმანია
პორტუგალია - საფრანგეთი
3 ივნისი
რუსეთი - უელსი
საფრანგეთი - იტალია
პორტუგალია - გერმანია
B ჯგუფი
ინგლისი
ესპანეთი
საქართველო
შოტლანდია
უკრაინა
ჰოლანდია
2 ივნისი
საქართველო - ჰოლანდია
ესპანეთი - შოტლანდია
ინგლისი - უკრაინა
შოტლანდია - ჰოლანდია
საქართველო - უკრაინა
ინგლისი - ესპანეთი
უკრაინა - ჰოლანდია
ინგლისი - შოტლანდია
ესპანეთი - საქართველო
შოტლანდია - უკრაინა
ესპანეთი - ჰოლანდია
ინგლისი - საქართველო
3 ივნისი
ესპანეთი - უკრაინა
საქართველო - შოტლანდია
ინგლისი - ჰოლანდია
3 ივნისი
პლეი ოფები და ფინალები
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია