ამბები

19:41 | 2.06.2012 | ნანახია 2076 - ჯერ

ესპანეთმა ლელოს არ გაგვაკარა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე ევროპის გრან პრის მესამე შეხვედრაში, ესპანეთის ნაკრებთან 0:21 დამარცხდა.
ჰოლანდიისა და უკრაინის ნაკრებთა ძლევის შემდეგ, ქართველთა მეტოქე ის ესპანეთი იყო, რომელიც მსოფლიოში ცნობილი მოშვიდკაცეა და ამის ბრალი უნდა იყოს, ქართველებმა თამაში ზედმეტად ფრთხილად რომ დაიწყეს. ისინი მაშინაც კი უკან იხევდნენ, როდესაც ბურთს აკონტროლებდნენ, თითქოს, არ იცოდნენ, რა უნდა მოემოქმედებინათ და შეტევის რომელი მიმართულება აერჩიათ.
ასე გაგრძელდა დაახლოებით სამი წუთი, მერე ესპანელებმა ბურთი მოიხელთეს და შესვენებამდე ორი ლელო გაიტანეს, რასაც ორი ზუსტი გარდასახვაც მიაყოლეს. ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ტაიმის ბოლოს ირაკლი გეგენავამ, რომელიც დაჯარიმდა, მეტოქეს ჯარიმის სწრაფად გათამაშების საშუალება არ მისცა, მერე მსაჯსაც შეეპასუხა და ყვითელი ბარათით დაისაჯა.
მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ჯარიმა საკუთარი ნახევრიდან აუტში დაარტყა, მაგრამ გვერდითის ნაცვლად, ბურთი პირით ხაზს გადასცდა. ესპანეთმა ჩვეულად, ლაღად შეუტია და მესამე ლელო გაიტანა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა რამდენჯერმე შეძლო მეტოქის ნახევარზე გადასვლა, მაგრამ ესპანელთა ჩათვლის მოედნისთვის საფრთხე არ შეუქმნია და 0:21 დამარცხდა. მეორე ტაიმში ფეხი იტკინა მერაბ კვირიკაშვილმა, რომელმაც მოედანი თანაგუნდელების დახმარებით დატოვა და ითამაშებს თუ არა ის მომდევნო მატჩებში, ძნელი სათქმელია.
დღის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისის დროით 20:56 საათზე ჯგუფის ლიდერ ინგლისთან დაიწყებს. ჯერჯერობით, კახა ალანიას შეგირდები ჯგუფში მეორე ადგილს ინარჩუნებენ, რადგან ესპანეთს გატანილი-გაშვებული ქულების სხვაობით ჯობნიან და თუ ინგლისს სძლიეს, თასის ნახევარფინალში გასვლის არცთუ ურიგო შანსი ექნებათ. ინგლისელებმა უკრაინას 26:0 მოუგეს, ესპანეთი 46:0 გაანადგურეს, ხოლო შოტლანდიას 31:19 აჯობეს. ისე, ესპანელებს 0:46 მარცხის შემდეგ საქართველოსთან უწევდა ჯახი და როგორც ჩანს, ძალები დაზოგეს.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ლიონში: გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), დავით მაკაროვი (“აკადემია”, თბილისი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), დიმიტრი გოგოლაძე (“აკადემია”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი

2012 წლის ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში
პირველი ეტაპი. 2-3 ივნისი. ლიონი (საფრანგეთი)
A ჯგუფი
2 ივნისი

საფრანგეთი - გერმანია 31:14
რუსეთი - იტალია 22:12
პორტუგალია - უელსი 26:12
იტალია - გერმანია 7:0
საფრანგეთი - უელსი 17:28
პორტუგალია - რუსეთი 21:12
უელსი - გერმანია 38:21
პორტუგალია - იტალია 21:10
რუსეთი - საფრანგეთი 17:7

 

1 პორტუგალია 3 3 0 0 68-34 9
2 უელსი 3 2 0 1 78-64  7
3 რუსეთი 3 2 0 1 51-40  7
4 საფრანგეთი 3 1 0 2 55-59 5
5 იტალია 3 1  0 2 29-43 5
6 გერმანია 3  0  0 3  35-76 3


იტალია - უელსი
რუსეთი - გერმანია
პორტუგალია - საფრანგეთი


3 ივნისი
რუსეთი - უელსი
საფრანგეთი - იტალია
პორტუგალია - გერმანია

B ჯგუფი
2 ივნისი

საქართველო - ჰოლანდია 24:21 (19:14)
ესპანეთი - შოტლანდია 20:7
ინგლისი - უკრაინა 26:0
შოტლანდია - ჰოლანდია 19:17
საქართველო - უკრაინა 19:5 (12:0)
ინგლისი - ესპანეთი 46:0
უკრაინა - ჰოლანდია 7:14
ინგლისი - შოტლანდია 31:19
ესპანეთი - საქართველო 21:0 (14:0)

 

1 ინგლისი 3 3 0 0 103-19  9
2 საქართველო 3 2 0 1 43-47 7
3  ესპანეთი 3 2 0 1 41-53 7
4 ჰოლანდია 3 1 0 2 52-50 5
5 შოტლანდია 3 1 0 2 45-68 5
6  უკრაინა 3 0 0 3 12-59 3


შოტლანდია - უკრაინა
ესპანეთი - ჰოლანდია
ინგლისი - საქართველო


3 ივნისი
ესპანეთი - უკრაინა
საქართველო - შოტლანდია
ინგლისი - ჰოლანდია

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084251