ამბები

16:13 | 3.06.2012 | ნანახია 3568 - ჯერ

7-კაცა რუსეთთან “არაშვიდკაცურად” დამარცხდა

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ევროპის გრან პრის ლიონის ეტაპზე გამართულ მატჩს, ძალიან ცოტა საერთო ჰქონდა იმასთან, რასაც 7-კაცა რაგბი ჰქვია.
თავსხმა წვიმაში გამართულ თამაშს, აშკარად ეტყობოდა ის, რომ ამ ქვეყნების ნებისმიერი გუნდების შეხვედრა, სამწუხაროდ, უბრალოდ სპორტის ფარგლებს სცილდება. რეალურად, რუსეთის 7-კაცა ნაკრები ჩვენსას ბევრად სჯობს (განსხვავებით 15-კაცა რაგბისგან), მაგრამ მათაც კი ზედმეტად ფრთხილი, არა 7-კაცური რაგბი ითამაშეს. სათამაშო დროის უმეტესი ნაწილი, გუნდებმა ფეხით, შორეულ, ტაქტიკურ დარტყმებს მოანდომეს, რაც 15-კაცა რაგბისთვისაა დამახასიათებელი და პრინციპში, მომგებიანიც, აქ კი...
მოკლედ, ნეიტრალურმა მაყურებელმა ვერ ისიამოვნა იმ ფინტებითა და ხელდახელ თამაშით, რაც 7-კაცას ალამაზებს და ამ ტაქტიკური დარტყმების გარდა, იხილა ოვალური ბურთით უხარისხოდ შესრულებული ფეხბურთი, რომელშიც რუსეთის ნაკრებმა 2 “გოლი” გაიტანა და 12:0 იმარჯვა.
ანგარიში პირველ ტაიმში, მე-3 წუთზე გახსნა, როდესაც მეტოქემ ხაზი თავისსავე ნახევარზე გაჭრა. მე-2 ლელო მეორე ნახევარში, საქართველოს ნაკრების შეცდომას მოყვა.
საქართველოს ნაკრები, VII ადგილისთვის, მასპინძელ საფრანგეთს ეთამაშება, რომელიც შოტლანდიასთან 12:21 დამარცხდა.
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ლიონში: გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), დავით მაკაროვი (“აკადემია”, თბილისი), ივა დავითაშვილი (“აკადემია”, თბილისი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), დიმიტრი გოგოლაძე (“აკადემია”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი

2012 წლის ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში
პირველი ეტაპი. 2-3 ივნისი. ლიონი (საფრანგეთი)
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის

იტალია - უკრაინა 14:5
ჰოლანდია - გერმანია 24:12
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის
რუსეთი - საქართველო 12:0 (5:0)
შოტლანდია - საფრანგეთი 21:12
თასის ნახევარფინალები
პორტუგალია - ესპანეთი
ინგლისის - უელსი

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096972