საქართველოსა და უკრაინის სარაგბო ნაკრებთა მატჩზე დაასწრები ბილეთები უკვე გაყიდვაშია. გულშემატკივარს ბილეთების შეძენა, რომლის ფასიც 5 ლარია, საქართველოს რაგბის კავშირში (ქ.ჩოლოყაშვილის 9ა) შეუძლია.
იმ შემთხვევაში თუ რაგბის კავშირში ბილეთების სრული რეალიზაცია ვერ მოხდა, დარჩენილი ბილეთები მატჩის დღეს ავჭალის სტადიონზე გაიყიდება.
შეგახსენებთ, რომ მომავალი შეხვედრა 9 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ”ერთა თასის” გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია