შვიდკაცა რაგბის ევროპის გრან-პრის მე-2 ეტაპზე, რომელსაც 30 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მოსკოვი უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ინგლისის, უელსის, რუსეთის, ჰოლანდიისა და უკრაინის გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს.
FIRA-AER-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ქართველი მორაგბეები 30 ივნისს უელსს, უკრაინას, ინგლისსა და ჰოლანდიას ეთამაშებიან, 1 ივნისს კი რუსეთს გაეჯიბრებიან. ამ დღესვე შედგება საპლეიფო მატჩებიც.
შეგახსენებთ, რომ გრან-პრის პირველ ეტაპზე, რომელსაც საფრანგეთის ქალაქმა ლიონმა უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა მე-8 ადგილი დაიკავა, ჩემპიონი კი ინგლისი გახდა. ბრიტანელებმა ფინალში პორტუგალია 26:14 დაამარცხეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია