ამერიკის 6 ერი

11:21 | 29.02.2016 | ნანახია 1118 - ჯერ

ურუგვაი ჩილეს გადაურჩა

ამერიკის ექვსი ერის მეოთხე რაუნდში ჩილესა და ურუგვაის ნაკრებების შეხვედრა უხეში გამოდგა. რეფერის ჯამში ხუთჯერ მოუხდა ყვითელი ბარათის ამოღება და აქედან სამჯერ მასპინძლები დაისაჯნენ.

სანტიაგოში გამართული მატჩის პირველ ტაიმში ანგარიში ურუგვაიმ ფავაროს ლელოთი გახსნა და გარდასახვაც გამოიყენა. მასპინძლებმა სამი ჯარიმით უპასუხეს, რომელთაგან ერთი სეკომ 39-ე წუთზე გაქვითა, მაგრამ თამაში რომ განახლდა ჩილემ ლელო გაიტანა და ტაიმი 14:10 მოიგო.

მეორე ტაიმში სტუმრების ორ ჯარიმას მასპინძლებმა ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხეს და დასკვნითი მეოთხედის დრო დადგა, რომლის დროსაც რეფერიმ სამი ჩილელი და ერთიც ურუგვაელი გაასინბინა. სტუმრებმა გადამწყვეტი ლელო 66-ე წუთზე დადეს და გარდასახვაც გამოიყენეს. ჩილემ 13 კაცის ამარა ჯარიმა გამოიმუშავა და 71-ე წუთზე ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო და 20:23 დამარცხდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:42 | 29.02.2016
BEERTRANCE (1073)

ამერიკა და ურუგვაი როგორც ჩანს ზერელედ მიუდგენ საქმეს.

0.10054