საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ერთა თასის დასკვნით მატჩში, უკრაინას პირველი ტაიმის შემდეგ 14:0-ს ამარცხებს.
პირველ ნახევარში, მასპინძლებმა 2 ლელო გაიტანეს - პირველი მერაბ შარიქაძემ, ხოლო მეორე ვახტანგ მაისურაძემ. ორივე რეალიზაცია ირაკლი ყიასაშვილმა გამოიყენა. საქართველოს ნაკრებმა ტაიმი 14:0 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში, ერთა თასის გამარჯვებული ხდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია