ამბები

19:43 | 9.06.2012 | ნანახია 2446 - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ერთა თასი შეინარჩუნა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2012 წლის ერთა თასის შეხვედრაში უკრაინის ნაკრები 33:3 დაამარცხა და წინა წელს მოპოვებული ერთა თასი შეინარჩუნა.
პირველი ტაიმის 14:0-ით მოგების შემდეგ, ქართველმა მორაგბეებმა კიდევ 3 ლელო გაიტანეს, ერთხელ ვახტანგ მაისურაძემ და ორჯერ ირაკლი მაჩხანელმა. 2 გარდასახვა ზუსტად შეასრულა ირაკლი ყიასაშვილმა, რაზეც უკრაინელებმა მხოლოდ ერთი ჯარიმით უპასუხეს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა თასი აღმართა, ხვალ დილით კი, ჩრდილოამერიკულ ტურნეზე გაემგზავრება, სადაც აშშ-სა და კანადის ნაკრებებს შეხვდება.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089251