ამბები

21:05 | 9.06.2012 | ნანახია 2431 - ჯერ

ხუცუბანს ბურთი ავარდა!

რაგბის კავშირის ეგიდით, დასავლეთ საქართველოში აპრილიდან დაიწყო და ყოველ უქმეებზე, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, იმართება ბავშვთა სარაგბო ფესტივალები.
დღეს, 1998-1999 წლებში დაბადებულთა გუნდების თავყრილობას ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბნის სტადიონი მასპინძლობდა. აქ ქუთაისელი, საჩხერელი, ჭიათურელი, ბაღდათელი, წყალტუბოელი, ლანჩხუთელი, ჩოხატაურელი, ოზურგეთელი, სენაკელი, ქობულეთელი და შუახევის მაღალმთიან სოფელ ფურტიოს ნორჩი მორაგბეები ერკინებოდნენ.
საოცარი სანახაობა გახლდათ. პატარა ვაჟკაცები ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს, უკლებლივ ყველა გამარჯვების წყურვილით იყო შეპყრობილი და დიდი ბრძოლებიც გაიმართა. რა გასაკვირია, ეს ხომ რაგბია!


იუზა კაციტაძე ხუცუბნიდან
ავტორის ფოტოები

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.157343