ამბები

19:57 | 11.06.2012 | ნანახია 3495 - ჯერ

ლაშა მალაღურაძე: “უკრაინასთან თამაში მომავალი წარმატების საწინდარი უნდა გახდეს”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შუამარბი ლაშა მალაღურაძე, უკრაინასთან ნაჩვენებ არცთუ წარმატებულ თამაშს, ამერიკული ტურნეს წინ წარმატების საწინდარად მიიჩნევს.
მისი აზრით, კარგია, შეცდომები შედარებით სუსტ მეტოქესთან რომ გამოჩნდა. ახლა გუნდს ხარვეზების გამოსწორების შანსი ექნება და მნიშვნელოვან ტესტ-მატჩებს უფრო მობილიზებული შეხვდება.
ლაშა მალაღურაძე: “ამერიკულ ტურნეზე ძალიან ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშებით, მაგრამ მოგების შანსი ყოველთვისაა და ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. სწორედ უკრაინასთან თამაში უნდა გახდეს მომავალი წარმატების საწინდარი. კარგად დავინახეთ ჩვენი შეცდომები, ახლა ამ ყველაფერს გავაანალიზებთ, ერთი თავით მაღლა უნდა დავდგეთ და ამერიკაში მოსაგებად ვითამაშებთ”.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085748