ექვს საათზე ოდნავ მეტი დარჩა საქართველოსა და აშშ-ს ნაკრებების დაპირისპირებამდე, რომელიც დენვერში, ზღვის დონიდან 1600 მეტრის სიმაღლეზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრებმა ადგილზე ჩასვლას 34 საათი მოანდომა და აშშ-ში სამშაბათიდან იმყოფება. გუნდის მწვრთნელ ილია მაისურაძის განცხადებით, “ბორჯღალოსნებმა” აკლიმატიზაციის პროცესი გაიარეს, საბრძოლველად შემართულნი არიან და გამარჯვების მისაღწევად საწყის 20 წუთში მოწინააღდეგის თამაშის მოშლა მართებთ, მერე კი...
ილია მაისურაძე (ეროვნული ნაკრების მწვრთნელი): “კაპიტნის ვარჯიშით კმაყოფილები ვართ. საკმაოდ რთული აკლიმატიზაციის პერიოდი გავიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრები დღეში ორჯერ ვარჯიშობდა, ვცდილობდით ბიჭებისთვის დიდი დატვირთვა არ მიგვეცა, რათა მაქსიმალურად შეძლებოდათ მომქანცველი მოგზაურობის შემდეგ ფორმის აღდგენა. რაც შეეხება შემადგენლობას, ვფიქრობ, დღეისათვის არსებული კონტინგენტიდან, ოპტიმალურია.
დიდი იმედი გვაქვს, რომ გია ლაბაძის და გიორგი ჩხაიძის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებით, მოწინააღმდეგეს დერეფანში ბევრ პრობლემებს შევუქმნით. თადარიგში ზვიად მაისურაძე და გიორგი თხილაიშვილი გვყავს, რომლებიც აუცილებლად ჩაერთვებიან თამაშში. ვფიქრობ, მატჩის პირველ 20 წუთში თუ შევძლებთ მოწინააღმდეგის შეტევების შეჩერებას და სათამაშო სქემის მოშლას, სასურველ შედეგს მივაღწევთ. ბიჭების ფორმით კმაყოფილები ვართ და მოედანზე გამარჯვების შემართებით გავდივართ. რაც შეეხება მოედანს, ინფინიტი პარკი ძალიან კარგი, პატარა მოედანია თავისი სრული ინფრასტრუქტურით. ჯერ კარგი ამინდია, მაგრამ, სავარაუდოდ, თამაშისთვის უნდა იწვიმოს”.
17 ივნისი (კვირა). 05:00 (თბილისის დროით)
“ინფინიტი პარკ”. გლენდეილი. დენვერი (კოლორადო)
აშშ - საქართველო
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 13 კეპი, 5 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 55, 110), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 52, 60), 12. მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი, 5, 10), 11. სანდრო თოდუა (“ლელო”, თბილისი, 32, 5), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 60, 331), 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპ., “ოსერი”, საფრანგეთი, 80, 35); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 4, 0), 2. რევაზ ბელქანია (“ლა სეინი”, საფრანგეთი, 8, 5 ქულა), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 32, 35), 4. ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი, 1, 0), 5. ვახტანგ მაისურაძე (“ალბი”, საფრანგეთი, 13, 10), 6. გია ლაბაძე (“ლა სეინი”, საფრანაგეთი, 65, 60), 7. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 9, 0), 8. გიორგი ჩხაიძე (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 57, 35).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 5, 0), 17. ირაკლი მირცხულავა (“ტარბი”, საფრანგეთი, 1, 0), 18. ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი, 31, 30), 19. გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი, 1, 0), 20. გიორგი ბეგაძე (“ბათუმი XV”, ბათუმი, 5, 0), 21. ლაშა მალაღურაძე (“ვალანსი”, საფრანგეთი, 35, 100), 22. ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი, 7, 29), 23. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 1, 5).
განაცხადში ვერ მოხვდნენ: დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი, 0, 0), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი, 60, 30), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 62, 75), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, 24, 25), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 3, 5).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
შერკინების მწვრთნელი: კრის გიბსი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია