ამბები

11:52 | 19.06.2012 | ნანახია 1922 - ჯერ

ქართველების “მასი” ფინალში დამარცხდა

შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, არჩილ კობაურისა და ვიქტორ დიდებულიძის “მასი” ფედერალ 1-ის ფინალურ მატჩში “კოლომიესთან” 16:20 დამარცხდა, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით, ამ თამაშის შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ფედერალ 1-ის ყველაზე წარმატებულმა გუნდებმა ელიტარული Pro D2-ის საგზური ორრაუნდიანი ნახევარფინალური ჯახების მოგებით დაიბევეს და ურთიერთშეხვედრაში მხოლოდ ისღა უნდა გაერკვიათ, ვინ აღმართავდა ფედერალ 1-ის მოგებისთვის განკუთვნილ თასს. მატჩს, რომელიც სუთიაშვილმა და აშვეთიამ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს, 3 ათასი მაყურებელი დაესწრო. სუთიაშვილმა სრულად ითამაშა და ახლა ეროვნულ გუნდს კანადაში უნდა შეუერთდეს, ხოლო აშვეთია შესვენებისას შეცვალეს, მაგრამ მატჩის მიწურულს “მასის” პირველხაზელი დაშავდა და ქართველ ლეგიონერს მოედანზე დაბრუნება დასკვნითი ოთხი წუთით მოუწია.
“კოლომიე” ორი ჯარიმით მე-15 წუთისთვის 6:0 იგებდა. ქართველთა გუნდმა ჯარიმით ჯერ სხვაობა შეამცირა, მე-20 წუთზე ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა. შესვენებამდე “კოლომიეს” ორ ჯარიმას შორის ერთი “მასიმაც” გაიტანა და ტაიმი 13:12 მოიგო. “კოლომიეს” 45-ე წუთზე გატანილ ჯარიმას, “მასიმ” 68-ეზე უპასუხა და ლიდერობა დაიბრუნა, გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ 79-ე წუთზე ლელო გაუშვა და 16:20 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ხასიათი არავის წახდენია და საფინალო სასტვენის შემდეგ, ელიტაში აღზევება ორივე გუნდის მორაგბეებმა ერთად იზეიმეს.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08321