ამბები

23:15 | 21.06.2012 | ნანახია 3002 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: “იმედი გვაქვს, კანადასთან მატჩის შემდეგ, ქომაგები ჩვენით იამაყებენ”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კანადასთან გასამართი მორიგი ტესტ მატჩისთვის ემზადება. თამაში ჩვენი დროით უკვე 24 ივნისს, დილის პირველ საათზე დაიწყება, რა დროსაც ვანკუვერში შაბათი, 23 ივნისის დღის ორი საათი იქნება.
როგორც “ბორჯღალოსანთა” მენეჯერმა ვასილ აბაშიძემ საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდს განუცხადა, ნაკრები კარგად დაბინავდა და დღეში ორჯერ ვარჯიშობს. გუნდს დაემატა მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი, მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა კი პრესკონფერენციის გამართვაც მოასწრეს. ქართველთა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა რამდენიმე კითხვას უპასუხა.
- ტესტ-მატჩის ჩასატარებლად, კანადაში ჩამოსვლა თქვენთვის რას ნიშნავს?
- კანადისნაირ ძლიერ გუნდთან თამაში ჩვენი შესაძლობლების გამოვლენის კარგი საშუალებაა.
- რას მოელით კანადის ნაკრებისგან?
- ჩვენი აზრით, მძიმე თამაში იქნება. კანადელებს შესანიშნავი მწვრთნელები ჰყავთ, ბოლო დროს კი ორი ძალიან კარგი თამაში გამართეს და “6 ერში“ მოასპარეზე იტალიასთან წაგება უბრალოდ უიღბლობა იყო. კანადელებს არ გაუმართლათ. ამ გუნდთან თამაში სერიოზული გამოწვევაა და ჩვენ მას მოუთმენლად ველით.
- თქვენი აზრით, როგორ ითამაშებს ამ მატჩს საქართველოს ნაკრები?
- ვეცდებით, ვითამაშოთ უკეთ, ვიდრე აშშ-ის წინააღმდეგ. იმ შეხვედრაში მაყურებელს საკადრისი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ძალიან გვინდა, ეს შეცდომა შაბათს გამოვასწოროთ. ვრგძნობთ, რომ ბოლო წაგებამ ჩვენი ქომაგები გააწბილა. იმედი გვაქვს, კანადასთან მატჩის შემდეგ, ისინი ჩვენით იამაყებენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093433