ამბები

18:01 | 25.06.2012 | ნანახია 2807 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” ნოემბრამდე მე-15 ადგილზე რჩებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კანადასთან 12:31 განცდილი მარცხის შედეგად 0,57 სარეიტინგო ქულა დაკარგა, მაგრამ რაგბის საერთაშორისო საბჭოს ((IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში მე-15 ადგილი შეინარჩუნა.
“ბორჯღალოსნები” ნოემბრამდე, ანუ მომდევნო ტესტ-მატჩებამდე ამ ადგილზე დარჩებიან, მერე კი, თბილისში რეიტინგმეზობელ იაპონიას და ფიჯის უმასპინძლებენ და დაკარგულის ანაზღაურებას მაშინ ეცდებიან. ფიჯიმ ქართველებთან უპირატესობა ტონგას ძლევით გაზარდა, იაპონია გასულ შაბათს ისვენებდა და ახლა საქართველოს სულ რაღაც 0,02 ქულით ჩამორჩება.
რეიტინგში მნიშვნელოვანი გადაადგილებები მოწინავე ათეულში მოხდა. ახალ ზელანდიას ირლანდიის 60:0 განადგურებამ არაფერი შემატა და კვლავ პირველ ადგილზე რჩება. მას მიუახლოვდა ავსტრალია, რომელმაც უელსი მინიმალური სხვაობით დაამარცხა (20:19) და 0,28 ქულა მიიღო. ამ წაგებამ ორი ადგილი დააკარგვინა უელსს, რომელიც მეოთხედან მე-6 ადგილამდე ჩამოქვეითდა, ინგლისი და საფრანგეთი კი, დაწინაურდნენ.
ინგლისი მესამე მატჩში სამხრეთ აფრიკას დაუზავდა (14:14), 0,60 სარეიტინგო ქულა მიიღო და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მოწინავე გუნდი გახდა. სარეიტინგო დანაკრგის მიუხედავად, აფრიკელები მესამე ადგილზე რჩებიან. 1998 წლის შემდეგ პირველად, საფრანგეთმა არგენტინა მისსავე სამშობლოში დაამარცხა, თანაც 49:10 გაანადგურა, თითქმის 2 ქულა შეიმატა და მე-5 ადგილზე ავიდა. არგენტინა მეექვსედან მე-8 ადგილამდე დაქვეითდა. თითო-თითო ადგილით დაწინაურდნენ შოტლანდია და იტალია, რომლებმაც შესაბამისად, სამოა და აშშ დაამარცხეს.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს ((IRB) მსოფლიო რეიტინგი 25 ივნისისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    91,43
2    (2). ავსტრალია    87,05
3    (3). სამხრეთ აფრიკა    84,87
4    (5). ინგლისი    83,09
5    (7). საფრანგეთი    83,03
6    (4). უელსი    82,26
7    (8). ირლანდია    79,85
8    (6). არგენტინა    79,25
9    (10). შოტლანდია    77,97
10    (9). სამოა    76,23
11    (12). იტალია    76,03
12    (11). ტონგა    74,79
13    (13). კანადა    72,30
14    (14). ფიჯი    70,60
15    (15). საქართველო    67,95
16    (16). იაპონია    67,93
17    (17). აშშ    66,61
18    (18). რუმინეთი    64,54
19    (19). რუსეთი    62,05
20    (20). ესპანეთი    61,63
21    (21). ნამიბია    61,24
22    (22). ურუგვაი    61,13
23    (23). ბელგია    59,17
24    (24). ჩილე    58,32
25    (25). კორეა    56,72
26    (26). პორტუგალია    56,58
27    (27). მაროკო    56,13
28    (28). ჰონკონგი    55,49
29    (29). პოლონეთი    55,19
30    (30). უკრაინა    53,95
31    (31). გერმანია    53,33
32    (32). ზიმბაბვე        52,40
33    ...
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087109