საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები სოლტ ლეიკ სიტიში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიო თასის “ალაფის” უმნიშვნელოვანეს მატჩს, წინა მატჩისგან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებით ხვდება.
შერკინების პირველ ხაზში თამაშს პირველივე წუთებიდან იწყებს გიორგი თეთრაშვილი, ხოლო არჩილ ბეჟაშვილი სათადარიგოებში გადაინაცვლებს. გიორგი ლომთაძისა და ბახვა კობახიძის ნაცვლად, სათადარიგოთა შორის არიან დავით ხიდეშელი და თამაზ მჭედლიძე, რომელმაც პირველ ტურში, კანადასთან მიღებული ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. ამ თამაშის გამოტოვება უწევს კიდევ ერთ დასჯილ “ბორჯღალოსან” გიორგი ბიწაძეს, რომელიც გუნდს დასკვნითი (იმედია, ფინალური) მატჩისთვის დაუბრუნდება.
საქართველოსა და იაპონიის ნაკრებებმა საწყისი ორ-ორი თამაში მოიგეს. იაპონიამ ორივე შეხვედრაში დაძაბულ ბრძოლაში, 3-3 ქულიანი უპირატესობით იმარჯვა, მაგრამ ორივეჯერ აიღო პრემიალური ქულა. საქართველოს ნაკრებმა პრემიალური ქულა მხოლოდ ზიმბაბვესთან აიღო, მაგრამ ორივე თამაში დიდი უპირატესობით მოიგო და ნელ-ნელა თამაშის ხარისხიც გამოასწორა. “ბორჯღალოსანთა” თავკაცი იან სმიტი იმედოვნებს, რომ გუნდი გამადმწყვეტ მატჩს წინანდელებზე მეტი მობილიზებით ჩაატარებს.
“ბიჭები კარგ ფორმაში არიან, დღევანდელი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ. ფიზმომზადების მწვრთნელმა და ფიზიოთერაპევტმა ნამდვილად კარგად იმუშავეს. პირველი მატჩიდან მეორემდე მოვახერხეთ ყველა სათამაშო ასპექტის გაუმჯობესება. იაპონიასთან თამაში კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა იქცეს. ყველა მატჩი ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.
იაპონიასთან თამაში უფრო მეტ მობილიზებას მოითხოვს ჩვენი გუნდისგან. მორაგბეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მწვრთნელის დავალებებზე და თავდაჯერებულად მიყვნენ თამაშის გეგმას. იაპონია ძლიერი მეტოქეა, სასურველი შედეგის მისაღწევად დაცვაში სიმშვიდე და დისციპლინა უნდა შევინარჩუნოთ. შეტევაშიც მოთმინება და გააზრებული თამაში გვმართებს, თუ გვინდა, რომ იაპონელების დაცვის ხაზი გავარღვიოთ”, - თქვა სმიტმა.
იუტის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი განმარტოვებული და წყნარი ადგილია. ტურნირის მონაწილე ნაკრებებს ისღა დარჩენიათ, მთელი თავისუფალი დრო ერთმანეთთან ურთიერთობას დაუთმონ. გუშინ ქართველმა და ტონგელმა ბიჭებმა ერთად იმღერეს, აი სწორედ ამაშია რაგბის ხიბლი.
საქართველოს ნაკრები იაპონიის წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: 15. საბა ნიკოლავა (“არმია”, თბილისი), 14. ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი), 13. მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი), 12. გიგა გაგოშვილი (“არმია”, თბილისი), 11. ლევან გოგოლაშვილი (“არმია”, თბილისი), 10. გოდერძი ჭინჭარაული (“ლელო”, თბილისი), 9. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი); 1. გიორგი თეთრაშვილი (“ალბი”, საფრანგეთი), 2. ვაჟა თაგაური (“არმაზი”, თბილისი), 3. ზაზა ნავროზაშვილი (“არმია”, თბილისი), 4. მინდია ელგუჯაური (“მასი”, საფრანგეთი), 5. სანდრო ქოიავა (“ლელო”, თბილისი), 6. ელგუჯა სურგულაძე (“ლელო”, თბილისი, კაპ.), 7. ბექა მამრიკიშვილი (“ჯიქები”, თბილისი), 8. ლაშა ლომიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი).
სათადარიგოები: 16. არჩილ ბეჟაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), 17. დავით ხიდეშელი (“ლელო”, თბილისი), 18. ვახტანგ ახობაძე (“ალბი”, საფრანგეთი), 19. გურამ შენგელია (“ჯიქები”, თბილისი); 20. გიორგი მისრიაშვილი (“არმაზი”, თბილისი), 21. გიორგი ბასილაია (“ხარები”, რუსთავი), 22. ბახვა კობახიძე (“არმია”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: იან სმიტი
ასისტენტები: ლადო კილასონია, ირაკლი ჭყონია
2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის
სოლტ ლეიკ სიტი (აშშ). 18-30 ივნისი
B ჯგუფი
26 ივნისი. III რაუნდი
კანადა - ზიმბაბვე
იაპონია - საქართველო (24:00 საათი თბილისის დროით)
1 | იაპონია | 2 | 2 | 0 | 0 | 77-71 | 10 |
2 | საქართველო | 2 | 2 | 0 | 0 | 74-24 | 9 |
3 | კანადა | 2 | 0 | 0 | 2 | 52-69 | 2 |
4 | ზიმბაბვე | 2 | 0 | 0 | 2 | 43-82 | 2 |
A ჯგუფი
26 ივნისი. III რაუნდი
ტონგა - ჩილე
აშშ - რუსეთი
1 | აშშ | 2 | 2 | 0 | 0 | 76-36 | 9 |
2 | ტონგა | 2 | 1 | 0 | 1 | 73-29 | 5 |
3 | ჩილე | 2 | 1 | 0 | 1 | 78-73 | 5 |
4 | რუსეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 26-115 | 0 |
30 ივნისი. ფინალები
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია