ამბები

13:07 | 30.06.2012 | ნანახია 2341 - ჯერ

საქართველომ უკრაინა დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ევროპის გრან-პრის მეორე ეტაპის მეორე მატჩში უკრაინას 19:12 აჯობა.
თამაში ამჯერადაც მძიმედ დაიწყო და საწყის წუთები ჩვენს 22-ში გავატარეთ. იქიდან ბურთის ატანის მცდელობისას, სანდრონიჟარაძეს ის წინ დაუვარდა და მე-3 წუთზე უკრაინა ცენტრში გატანილი ლელოთი და გარდასახვით დაწინაურდა. განახლდა მატჩი და ქართველებმა საკუთარი 22-დან ხელდახელ კარგად შეუტიეს, მეტოქე ხშირად ჯარიმდებოდა, მაგრამ ამანაც არ უშველა, ნიჟარაძემ ლელო მარცხენა ალამთან გაიტანა და შეცდომა გამოასწორა. ივანე დავითაშვილს გარდასახვა გაუცუდდა.
პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ალექსი ტუჩაშვილი მარჯვენა ფლანგზე ორ მცველს დაუსხლტა და მარცხნივ გან-გან იარა. მცველმა ის კი შებოჭა, მაგრამ ბურთის შენარჩუნება მოხერხდა, ირაკლი გეგენავამ ბოჭვაზე წასული მცველი ოსტატურად ჩამოიშორა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. ამჯერად დავითაშვილის გარდასახვა ზუსტი იყო და ტაიმი 12:7 დასრულდა.
მეორე ტაიმის მე-3 წუთი მიდიოდა, როდესაც შალვა მახარაშვილი ზედიზედ ორჯერ დაჯარიმდა, მეტოქეს რაქიდან ბურთი არ გაატანინა და ყვითელი ბარათით დაისაჯა. უკრაინამ მეტობა გამოიყენა და მე-10 წუთზე ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. ბოლო წუთებმა, როდესაც ჩვენი შემადგენლობა შეივსო, საქართველოს ნაკრების იერიშებში ჩაიარა, საბოლოოდ უკრაინის დაცვა გატყდა და ირაკლი გეგენავამ ლელო გაიტანა, ხოლო მახარაშვილმა გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 19:12.
მომდევნო მატჩში ქართველთა მეტოქე ინგლისი იქნება და ის თბილისის დროით 15:28 საათზე დაიწყება. ინგლისელებმა პირველ თამაშში ჰოლანდია 33:14 დაამარცხეს.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086219