საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ევროპის გრან პრის მეორე ტაპზე, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მასპინძელთა გუნდთან 0:33 დამარცხდა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
რუსთა შეტევებს საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 2 წუთი გაუძლო და მერე ლელო გაუშვა. მეტოქემ დაცვაში კარგი თამაშით საქართველოს ნაკრებს უკან, საკუთარ 22-მდე დაახლოებით 15 მეტრი დაახევინა, იქ ბურთი დაიკარგა, რუსების შეტევის მოგერიება ჯარიმების ხარჯზეც ვერ მოხერხდა და მე-4 წუთზე მეორე ლელო გავიდა. მე-6 წუთზე საქართველოს ნაკრებმა ცენტრის გადალახვა და მეტოქის 22-მდე მისვლა მოახერხა, მაგრამ იქ ბურთი დაიკარგა, კონტრშეტევაზე წამოსული მეტოქე სანდრო ნიჟარაძეს დაუსხლტა და მორიგი ლრლო მივიღეთ. პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოწურული იყო, როცა საქართველოს ნაკრებმა ყველაზე ხანგრძლივი შეტევა წამოიწყო და დაახლოებით წუთნახევარში რუსეთის ჩათვლის მოედანს უკვე 7-8 მეტრამდე მიუახლოვდა, მაგრამ მერე დავჯარიმდით და ტაიმი 0:21 დასრულდა.
მეორე ტაიმი კახა ალანიას შეგირდებმა უკეთ ჩაატარეს და მე-5 წუთამდე ლელო არ გაუშვეს. ამ დროს მასპინძელთა დაცვაში ხვრელის პოვნას ქართველები ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, მერე რუსაეთმა აქეთ გაგვიჭრა ხაზი და მეოთხე ლელო გაიტანა, ხოლო ბოლო წუთზე კიდევ ერთი ლელო მიითვალა და 33:0 იმარჯვა. საქართველოს ნაკრები IX-XII ადგილებისათვის გააგრძელებს ბრძოლას, სადაც ნახევარფინალურ ეტაპზე მისი მეტოქე სავარაუდოდ იტალია იქნება.
2012 წლის ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში
მეორე ეტაპი. 30 ივნისი-1 ივლისი. მოსკოვი (რუსეთი)
A ჯგუფი
30 ივნისი
რუსეთი - უკრაინა 24:0
უელსი - საქართველო 25:21
ინგლისი - ჰოლანდია 33:14
საქართველო - უკრაინა 19:12
რუსეთი - ჰოლანდია 36:0
ინგლისი - უელსი 35:12
ჰოლანდია - უკრაინა 10:38
ინგლისი - საქართველო 47:7
უელსი - რუსეთი 14:26
საქართველო - ჰოლანდია 12:36
უელსი - უკრაინა 19:17
ინგლისი - რუსეთი 19:14
1 ივლისი
უელსი - ჰოლანდია 38:19
რუსეთი - საქართველო 33:0
ინგლისი - უკრაინა
1 | რუსეთი | 5 | 4 | 0 | 1 | 133-33 | 13 |
2 | ინგლისი | 4 | 4 | 0 | 0 | 134-47 | 12 |
3 | უელსი | 5 | 3 | 0 | 2 | 108-118 | 11 |
4 | ჰოლანდია | 5 | 1 | 0 | 4 | 79-153 | 7 |
5 | საქართველო | 5 | 1 | 0 | 4 | 59-135 | 7 |
6 | უკრაინა | 4 | 1 | 0 | 3 | 67-72 | 6 |
B ჯგუფი
30 ივნისი
შოტლანდია - გერმანია 19:24
ესპანეთი - საფრანგეთი 5:12
პორტუგალია - იტალია 38:14
საფრანგეთი - გერმანია 45:5
შოტლანდია - იტალია 31:7
პორტუგალია - ესპანეთი 12:21
იტალია - გერმანია 5:14
პორტუგალია - საფრანგეთი 0:28
ესპანეთი - შოტლანდია 24:21
საფრანგეთი - იტალია 19:7
ესპანეთი - გერმანია 45:14
პორტუგალია - შოტლანდია 5:20
1 ივლისი
ესპანეთი - იტალია 21:19
შოტლანდია - საფრანგეთი 7:12
პორტუგალია - გერმანია
1 | საფრანგეთი | 5 | 5 | 0 | 0 | 116-24 | 15 |
2 | ესპანეთი | 5 | 4 | 0 | 1 | 116-78 | 13 |
3 | შოტლანდია | 5 | 2 | 0 | 3 | 98-72 | 9 |
4 | იტალია | 5 | 1 | 0 | 4 | 62-123 | 7 |
5 | პორტუგალია | 4 | 1 | 0 | 3 | 55-83 | 6 |
6 | გერმანია | 4 | 1 | 0 | 3 | 57-124 | 6 |
1 ივლისი
ნახევარფინალები და ფინალები
მდგომარეობა პირველი ეტაპის შემდეგ
1. ინგლისი - 18
2. პორტუგალია - 16
3. ესპანეთი - 15
4. უელსი - 14
5. რუსეთი - 12
6. შოტლანდია - 10
7. საფრანგეთი - 8
8. საქართველო - 6
9. ჰოლანდია - 4
10. იტალია - 3
11. გერმანია - 2
12. უკრაინა - 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია