საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, მოსკოვში მიმდინარე ევროპის გრან პრის მეორე ეტაპზე, ზედიზედ მეოთხე მატჩში დამარცხდა დიდი ანგარიშით და მხოლოდ ბოლოსწინა ადგილის დაკავების შანსი შერჩა.
ინგლისთან, ჰოლანდიასთან და რუსეთთან სოლიდური სხვაობებით, პრაქტიკულად უბრძოლველად წაგებების შემდეგ, IX-XII ადგილებისათვის გამართულ ნახევარფინალში, იტალია ლელოთი პირველსავე წუთზე დაწინაურდა. ალექსი ტუჩაშვილმა წონასწორობა მე-3 წუთზე აღადგინა და შალვა მახარაშვილმა გარდასახვით ქართველები დააწინაურა, მაგრამ შესვენებამდე მეტოქემ კიდევ სამი ლელო გაიტანა და ტაიმი 24:7 მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისში ალექსანდრე ნიჟარაძემ ლელოთი და მახარაშვილმა გარდასახვით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მერე კვლავ სამი ლელო გაუშვეს და 14:43 დამარცხდნენ.
XI ადგილისთვის საქართველოს ნაკრების ის ჰოლანდია იქნება, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე 12:36 დამარცხდა. ჰოლანდიელები ნახევარფინალში გერმანიამ 33:0 დაამარცხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია