ამბები

18:50 | 3.07.2012 | ნანახია 3253 - ჯერ

მესამე ეტაპზე ისევ რუსეთს ვეთამაშებით

ევროპის გრან-პრის მესამე დასკვნით ეტაპზე, რომელსაც 7-8 ივლისს დანიის ქალაქი ოდენსე უმასპინძლებს, საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები C ჯგუფში რუსეთთან, უკრაინასთან და ბელგიასთან ერთად ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გამართულ გასულ ეტაპზე ქართველმა მორაგბეებმა ძალიან წარუმატებლად ითამაშეს და 12 მონაწილეს შორის ბოლოსწინა მე-11 ადგილი დაიკავეს. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ორი ეტაპის ჯამში 8 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილზე იმყოფება.
ოდენსეს ტურნირზე სხვა ჯგუფები ასე დაკომპლექტდა: A ჯგუფი: ინგლისი, შოტლანდია, გერმანია, დანია: B ჯგუფი: საფრანგეთი, იტალია, უელსი, ლიტვა; D ჯგუფი: ესპანეთი, პორტუგალია, ჰოლანდია;


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078555