ამბები

22:36 | 7.07.2012 | ნანახია 2782 - ჯერ

საქართველო მეოთხედფინალშია და 7-კაცა მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს
საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, დანიის ქალაქ ოდენსეში მიმდინარე ევროპის გრან პრის დასკვნით, მესამე ეტაპზე, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ბელგიასთან დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და ხვალ, თასისათვის ბრძოლას გააგრძელებს. 
რუსეთთან 0:12 მარცხის და უკრაინის 5:0 ძლევის შემდეგ, კახა ალანიას შეგირდებს, მოწინავეთა მეოთხედფინალში გასასვლელად ბელგიის ძლევა ჭირდებოდა და საქმეს პირველივე წუთებიდან სერიოზულად მოკიდა ხელი. მათ პირველსავე წუთზე კარგი, სწრაფი შეტევა წამოიწყეს და ლელო გიორგი კალმახელიძემ გაიტანა. მე-3 წუთზე, ცენტრალური ხაზის სიახლოვეს გიორგი ფრუიძემ ითამაშა კარგად, ორ მცველს შორის გაიჭრა და როცა ორივემ ერთდროულად შებოჭა, ვარდნაში მერაბ შარიქაძეს გაუკეთა გადაცემა. ის გვერდითი ხაზის გასწვრივ გაიქცა, მბოჭავი ხელით ჩამოიცილა და მეორე ლელო გაიტანა, ხოლო ლაშა ხმალაძემ გარდასახვით ანგარიში 12:0 გახადა. 
პირველ ტაიმში ბელგია თითქმის არ გადასულა საქართველოს ნაკრების ნახევარზე და ბურთსაც იშვიათად ფლობდა. შესვენების წინ, მათ, ქართველმა მორაგბეებმა, დაცვაში თამაშით დაახლოებით 30 მეტრით დაახევინეს უკან, ჩათვლის მოედნამდე 1 მეტრში დაჯარიმება აიძულეს, მერე ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს და შარიქაძემ თავისი მეორე და გუნდის მესამე ლელო გაიტანა - 17:0. მეორე ტაიმი ბელგიელების აქტიურობით დაიწყო და ორი სახიფათო შეტევაც განახორციელეს. ეს ქართველთა მოდუნების ბრალი იყო და მეტოქის დასამშვიდებლად, მე-10 წუთზე მარცხენა ფრთაზე განხორციელებული კარგი იერიში, ძელებსშუა ლელოთი თედი ზიბზიბაძემ დააგვირგვინა, ხოლო შალვა მახარაშვილმა საბოლოო ანგარიში, 24:0 დააფიქსირა. 
თასის მეოთხედფინალში, საქართველოს ნაკრების მეტოქე პორტუგალია იქნება და ეს მატჩი, თბილისის დროით 13:20 საათზე დაიწყება. 
ამ ეტაპზე, ევროპის 12 წამყვან გუნდთან ერთად, ქვედა დივიზიონის სამი მოწინავე - რუმინეთი, ბელგია და ლიტვა, ასევე, მასპინძელი დანია მონაწილეობენ. ეს იმიტომ, რომ სწორედ ამ ეტაპის შედეგების მიხედვით უნდა გაირკვეს იმ 12 გუნდის ვინაობა, რომლებიც 20-21 ივლისს ლისაბონში, 2013 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის იბრძოლებენ. რადგან საქართველო 8 საუკეთესო გუნდს შორის უკვე მოხდა, ის ლისაბონშიც გაემგზავრება და ახლა, ოდენსეში მხოლოდ უკეთესი ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს, რათა გრან პრის საერთო ჩათვლაში, რაც შეიძლება მეტი ქულა ჩაიწეროს. 
 
A ჯგუფი
ინგლისი - გერმანია 24:7
შოტლანდია - დანია 43:0
ინგლისი - დანია 43:7
შოტლანდია - გერმანია 19:7
გერმანია - დანია 40:10
ინგლისი - შოტლანდია 14:26
 
1. შოტლანდია 3   3   0   0     88-21   9
2. ინგლისი       3   2   0   1     81-40   7
3. გერმანია       3   1   0   2     54-53   5
4. დანია             3   0   0   3   17-126   3
 
B ჯგუფი
საფრანგეთი - იტალია 33:0
უელსი - ლიტვა 28:14
საფრანგეთი - ლიტვა 47:7
უელსი - იტალია 19:17
იტალია - ლიტვა 29:0
საფრანგეთი - უელსი 33:12
 
1. საფრანგეთი 3   3   0   0   113-19   9
2. უელსი           3   2   0   1    59-64    7
3. იტალია         3   1   0   2    46-52    5
4. ლიტვა           3   0   0   3   21-104   3
 
C ჯგუფი
რუსეთი - საქართველო 12:0
უკრაინა - ბელგია 5:0
რუსეთი - ბელგია 31:12
უკრაინა - საქართველო 0:5
საქართველო - ბელგია 24:0 
რუსეთი - უკრაინა 40:0 
 
1. რუსეთი          3   3   0   0   83-12   9
2. საქართველო 3   2   0   1   29-12   7
3. უკრაინა          3   1   0   2    5-45   5
4. ბელგია           3   0   0   3   12-60   3
 
D ჯგუფი
ესპანეთი - ჰოლანდია 28:0
პორტუგალია - რუმინეთი 14:10
ესპანეთი - რუმინეთი 27:0
პორტუგალია - ჰოლანდია 31:12
ჰოლანდია - რუმინეთი 21:19
ესპანეთი - პორტუგალია 7:10
 
1. პორტუგალია    3   3   0   0   55-29   9
2. ესპანეთი            3   2   0   1   62-10   7
3. ჰოლანდია          3   1   0   2   33-78   5
4. რუმინეთი          3   0   0   3   29-62   3
 
თასის მეოთხედფინალები
რუსეთი - ესპანეთი 
პორტუგალია - საქართველო 
შოტლანდია - უელსი 
საფრანგეთი - ინგლისი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084434